„სან-ანტონიო“ – „კლიპერსის“ სერიის ბედი მეშვიდე მატჩში გაირკვევა
„მილუოკი ბაქსი“ – „ჩიკაგო ბულზის“ მატჩის დასრულების შემდეგ პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მეექვსე მატჩი დასავლეთ კონფერენციაშიც შედგა, სადაც ერთმანეთს „სან-ანტონიო სპურსი“ და „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ დაუპირისპირდნენ. ამჯერად შეხვედრა გრეგ პოპოვიჩის გუნდის დარბაზში შედგა და კალიფორნიელთა გამარჯვებით 102:96 დასრულდა.
ყველაზე შედეგიანი „კლიპერსის“ შემადგენლობაში 26 ქულით, 12 მოხსნით, 6 პასითა და 4 ბლოკშოთით ბლეიკ გრიფინი აღმოჩნდა. რაც შეეეხება „სპურსს“, მასპინძელთა რიგებიდან 23 ქულით ბელინელი გამოირჩა.
„სან-ანტონიო სპურსი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 96:102 (26:26, 25:25, 21:25, 24:26)
„სპურსი“: ბელინელსი (23 ქ.), დიაო (17 ქ. 5 პ.), დანკანი (12 ქ. 13 მ.), ლეონარდი (12 ქ. 7 მ.), სპლიტერი (9 ქ. 10 მ.)
„კლიპერსი“: გრიფინი (26 ქ. 12 მ. 6 პ. 4 ბ.), პოლი (19 ქ. 15 პ. 4 ჩ.), რედიკი (19 ქ.), ჯორდანი (15 ქ. 14 მ. 3 ბ.), კროუფორდი (10 ქ.)
ანგარიში სერიაში: 3-3
სერიის მეშვიდე და გადამწყვეტი მატჩი სამ აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.