ლებრონმა „კლივლენდს“ „ჩიკაგოსთან“ მეოთხე მატჩი მოაგებინა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში „კლივლენდ კავალიერსმა“ „ჩიკაგო ბულზი“ გასვლაზე ორი ქულით დაამარცხა.
სტუმრებმა პირველ ნახევარში მასპინძლებს აჯობეს და დიდი შესვენების წინ ანგარიიშთ 49:45 იგებდნენ. მესამე მეოთხედი მასპინძლებმა 11 ქულით იმარჯვეს, თუმცა გადამწყვეტ თორმეტ წუთში „კლივლენდმა“ 9 ქულით იმარჯვა, რისი დახმარებთაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
„ჩიკაგო ბულზი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ – 84:86 (28:26, 17:23, 23:12, 16:25)
„ჩიკაგო“: როუზი (31 ქ. 4 პ.), ბატლერი (19 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ნოა (8 ქ. 15 მ.), სნელი (7 ქ.), გიბსონი (6 ქ. 8 მ.), დანლივი (4 ქ.), ჰაინრიხი (4 ქ.), მიროტიჩი (3 ქ. 3 ბ.), ბრუკსი (2 ქ.)
„კლივლენდი“: ჯეიმსი (25 ქ. 14 მ. 8 პ. 2 ბ.), მოზგოვი (15 ქ. 9 მ. 3 ბ. 3 პ.), სმიტი (13 ქ.), ტომპსონი (12 ქ. 7 მ.), რვინგი (12 ქ.), შამპერტი (5 ქ.), დელავედოვა (2 ქ. 3 პ.), პერკინსი (2 ქ.)