“შსს-აკადემია” ფინალურ სერიაში დაწინაურდა
თბილისის სპორტის სასახლეში დღეს საკალათბუფთო სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა შედგა. შეგახსენებთ, რომ სეზონის გადაწმყვეტ დუელში ერთმაენთის წინააღმდეგ თბილისის “დინამო” და “შსს-აკადემია” წარსდგნენ.
დღევნდელი მაჩის პირველი მეოთხედი “აკადემიამ” აქტიურად დაიწყო და უპირატესობას სასტარტო წუთებიდანვე დაეუფლა. “დინამოელები” დიდი ხნის განმავლობაში ქულების მოგროვებასაც კი ვერ ახერხედნენ და საბოლოოდ პირველი პერიოდის შემდეგ 7 ქულიანი ჩამორჩენით, 13:20 მარცხდებოდნენ. მეორე პერიოდში კი ნომინალური მასპინძლები გამოცოცხლდნენ და მატჩიც გაცილებით სანახაობრივი გახდა. იმატა ტემპმაც და საბოლოოდ “დინამომ” ანგარიშის გათანაბრება მეოთხედის ბოლო წამზე, რიჩარდ მათიაშვილის ზუსტი სამიანით შეძლო.
თამაშის სცენარი არც დიდი შესვენების შემდეგ შეცვლილა. მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და კოტე ტუღუშის შეგირდების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადაც დასკვნითი მეოთხედის წინ “აკადემიელები” 55:54-ს იგებდნენ.
გადამწყვეტი პერიოდი “აკადემიამ” კარგად დაწიყო და წინ გაიჭრა, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 10 ქულით დაწინაურდა, რის შემდეგაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ, ტუღუშის გუნდმა 77:66 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 25 ქულით “აკადემიელი” ნიკა მეტრეველი გახდა. შსს-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ცინცაძის 19 ქულამაც შეიტანა. “დინამოს” მხრიდან კი ტრადიციულად აქტიურები გამყრელიძე, დიდია (12 ქ), შერმანი (11 ქ.) და ლონდარიძე (10 ქ.) იყვნენ.
ფინალური სერიის მეორე დაპირისპირება სპორტის სასახლეში ხვალ, 18 საათზე დაიწყება.