ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა
ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი. მართალია, ქართველი ცენტრი წინა შეხვედრის დარად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მან სოლიდური წილი დაიდო „ჰიუსტონის“ სტუმრად დამარცხებაში.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუსტონი“ ძლიერი გუნდია, სახლში თამაშობდა და დალასელებს დირკ ნოვიცკი აკლდათ, ფაჩულიას გუნდმა მაინც იოლად იძალა – 110:98. ნოვიცკი მწვრთნელებმა დაასვენეს, რადგან ვეტერანია და როცა მეორე დღეს თამაშია, დიდი ალბათობით ასვენებენ ხოლმე. „მავერიკსს“ არ გასჭირვებია. “დალასმა” პირველი ტაიმი 23 ქულით მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა “ჰიუსტონის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. “დალასში” 23 ქულით რაიმონდ ფელტონი გამოირჩა.
კარლაისის შეგირდები 6 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. 17 ნომებერს დალასელები სტუმრად 10-დან ათივე წაგების მქონე “ფილადელფიას” შეხვდებიან.
GBF.GE