„ფილადელფიამ“ ზედიზედ მე-11 მატჩი ფაჩულიას „დალასთან“ წააგო
დღეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები შედგა. ერთ-ერთ შეხვედრაში „დალას მავერიკსი“ „ფილადელფია სიქსერსს“ ეწვია, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მე-11 შეხვედრა წააგო.
სათქმელია, რომ მატჩსი დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 82:82 იყო, თუმცა ბოლოს „მავერიკსმა“ მოუმატა და 92:86 გაიმარჯვა.
ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც ითამაშა, რომელმაც ამჯერად, ბოლო შეხვედრებთან შედარებით, წარმატებულად ვერ ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
„ფილადელფია“ – „დალასი“ – 86:92 (15:28, 29:21, 21:19, 21:24)
„ფილადელფია“: ოკაფორი (19 ქ. 11 მ. 2 ბ.), მაკონელი (13 ქ. 7 მ. 6 პ.), გრანტი (13 ქ.), ნოელი (!2 ქ. 12 მ.), ტომპსონი (12 ქ.), კოვინგტონი (7 ქ. 5 მ.), სემპსონი (7 ქ.), კანაანი (3 ქ.)
„დალასი“: ნოვიცკი (21 ქ. 5 მ.), პარსონსი (20 ქ. 5 მ.), უილიამსი (12 ქ. 6 პ.), ჰარისი (9 ქ . 4 ჩ.), ბაერეა (9 ქ.), პაუელი (7 ქ. 8 მ.), მეთიუზი (7 ქ.), ვილიანუევა (3 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 6 მ.), ფელტონი (2 ქ. 3 პ.)
სხვა მატჩების შედეგები:
„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 93:80 (17:13, 19:15, 29:32, 28:20)
„მემფის გრიზლისი“ – „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – 122:114 (27:25, 31:27, 21:28, 43:34)
„ჰიუსტონ როკეტსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ – 95:111 (28:24, 27:31, 13:32, 27:24)
„ჩიკაგო ბულზი“ – „ინდიანა პეისერსი“ – 96:95 (31:21, 22:24, 26:30, 17:20)
„ფინიქსი სანზი“ – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – 120:101 (26:22, 31:31, 23:22, 40:26)