კობი ბრაიანტმა სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელმა კობი ბრაიანტმა 2015/16 წლების სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება დაადასტურა.
„ამ თემაზე დიდი ხნის წინ ჩამოვყალიბდი. სიმართლე რომ გითხრათ, თავს კარგვად ვგრძნობ. მშვიდად ვარ, ამას შევეგუე.
მედიტაციის დროს, ასეა თუ ისე, ჩემი გონება კალათბურთს უბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს ნაკლებად ხდებოდა. ჩემთვის მსგავსი შემხვევა პირველი ნიშანი იყო. თუ თამაშის დიდი სურვილი მექნებოდა, კარიერა გავაგრძელებდი.
კალათბურთიდან ამ მომენტში წასვლის ვარიანტი არ განიხილება. მთლიანი სეზონის ჩატარება მსურს.
ჩემთვის 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დიდი პატივი იქნებოდა. ამის მიხუედავად, ამ მიზანზე ორიენტირებული არ ვარ, რაც იქნება, იქნება.
მაიკლ ჯორდანი ერთ-ერთ პირველი იყო, ვინც ზაფხულში ჩემი გეგმების შესახებ გაიგო. მისი რეაქცია? ჯორდანმა მითხრა: „უბრალოდ, ამით დატკბი“, – ციტირებს „შავ მამბას“ „Bleacher Report“-ი.
კობი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხუთგზია ჩემპიონია. გარდა ამისა, ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიცაა და ერთ გუნდში ეროვნულ საკალათბუერთო ასოციაციაში ჩატარებული სეზონის მაჩვენებლით რეკორდსმენია – ჯამში, „ლეიკერსში“ მას 20 სეზონი დაუგროვდა.
მიმდინარე სეზონში „შავი მამბას“ საშუალო მაჩვენებელი სათამაშო დროის 31 წუთში 15,6 ქულას, 3,6 მოხსნასა დ 1 ჩაჭრას შეადგენს.