„ვითამ“ ამერიკელ ახალწვეულებთან ერთად იბრძოლა, თუმცა კვლავ წააგო
ვითიბი ერთიანი საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში თბილისის „ვითა“ ფინურ „ბაიზონს“ ეწვია. ამ შეხვედრაში თბილისელთა რიგებში ახალწვეულებმა, ამერიკელებმა ომარ თომასმა და ანდრე ჯონს-უმცროსმა ითამაშეს, თუმცა მეორე მეოთხედში მეტოქის კარგი თამაშის გამო, 16 ქულით – 73:89 დამარცხდნენ
ორივე გუნდმა მატჩი დიდი მონდომებით და მაღალ ტემპში დაიწყო – როგორც „ვითა“, ასევე „ბაიზონსი“ თავის შანსებს იყენებდა. „ვითა“ შეცდომებს ნაკლებად უშვებდა, შედეგად, 9 ქულითაც დაწინაურდა, მაგრამ პირველი 10-წუთიანი პერიოდის ბოლოს ფინელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და მეოთხედი მხოლოდ 1 ქულით წააგეს. დიდი შესვენების წინ, ბოლო წამზე, მიკო კოივისტომ მოედნის ცენტრიდან ზუსტად ისროლა – მისი გუნდი მეოპრე მეოთხედის შემდეგ 50:42 იებდა.
მესამე მეოთხედის დასაწყისში „ვითა“ 12:4-ს იგებდა და, შესაბამისად, ანგარიშიც გაათანაბრა. ამ მონაკვეთში თბილისური კლუბის რიგებში გამორჩეული სწორედ ნახსენები ომარ თომასი იყო. მასპინძლები თამაშში მალევე დაბრუნდნენ, გადამწყვეტ მეოთხედში კი გამარჯვებულთან დაკავშირებული ყველანაირი კითხვა მოხსნეს.
შეხვედრაში საუეკთესო „ბაიზონსის“ ამერიკელი ფორვარდი მარტინ ზენო იყო, რომელმაც 26 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა. „ვითას“ შემადგენლობიდან 22 ქულით ომარ თომასი გამოირჩა.
სათქმელია, რომ „ვითამ“ ამ მატჩში 22 მოხსნა მიითვალა და ამ მაჩვენებლით სეზონის რეკორდი გაიმეორა.
შემდგეგ მატჩს ნიკოლაი მაზურსის გუნდი 16 იანვარს, კვლავ სტუმრად, ამჯერად „ოკტიაბრთან“ ჩაატარებს
„ბაიზონსი“ – „ვითა“ 89:73 (24:25, 26 :17, 17:16, 22:15)