თომასის 33 ქულამ „ვითა“ „კრასნი ოკტიაბრთან“ ვერ გადაარჩინა
ვითიბი ერთიანი საკალათბურთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში თბილისის „ვითა“ ვოლგოგრადში ადგილობრივ „კრასნი ოკტიაბრს“ ეწვია და მხოლოდ სამი ქულით დამარცხდა.
პირველი ნახევრის განმავლობაში ქართული კლუბი მეტოქესთან თანაბრად თამაშობდა, თუმცა დიდი შესვენების წინ მხოლოდ ერთი ქულით 43:44 მარცხდებოდა. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა სერიოზული უპირატესობა (19 ქულა) მიიღეს, ბოლო ათ წუთში კი სტუმრებმა იმდენი მოახერხეს, რომ სხვაობა სამამდე შეამცირეს.
„ვითას“ შემადგენლობაში და ზოგადად მატჩში საუკეთესო ამ მატჩში ამერიკელი ახალწვეუელი ომარ თომასი იყო, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. სათქმელია, რომ მატჩის დასრულებამდე 30 წამით ადრე გუნდებს შორის სხვაობა 4 ქულით შემცირდა, მაგრამ შეხვედრის ოვერტაიმში გადატანა „ვითამ“ ვერ შეძლო.
საბოლოოდ, „კრასნი ოკტიაბრმა“ ანგარიშით 85:82 გაიმარჯვა. საუკეთესო გამარჯვებულთა რიგებიდან ჯერი ჯეფერსონი იყო, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
„კრასნი ოკტიაბრი“ – „ვითა“ 85:82 (25:24, 19:19, 29:11, 12:28)