ცნობილია NBA-ს „ოლ სტარის“ სრული შემადგენლობა
14 თებერვალს, ტორონტოში, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ დასავლეთ და აღოსავლეთ კონფერენციების გუნდთა შემადგენლობები ცნობილია.
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისა და „დალას მავერიკსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია ვერც მწვრთნელების მიერ არჩეულ კალათბურთელთა შორისაა. შეგახსენებთ, რომ ზაზა გულშემატკივართა მიერ არჩეულ კალათბურთელთა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა. სამეულში და, შესაბამისად, „ოლ სტარზე“ მოსახვედრად მას 14 ათას ხმაზე ოდნავ მეტი დააკლდა.
მაშ ასე, დასავლეთის გუნდში, რომელსაც „სან-ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი უთავკაცებს, შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ: რასელ უესტბრუკი, კევინ დურანტი („ოკლაჰომა-სიტი თანდერი“), სტეფ კარი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი („გოლდენ სტეიტ უორიორსი“), კობი ბრაიანტი (“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“), ჯეიმს ჰარდენი („ჰიუსტონ როკეტსი“), ლამარკუს ოლდრიჯი, კავაი ლეონარდი („სან-ანტონიო სპურსი“), კრის პოლი („ლოს-ანჯელეს კლიპერსი“), დემარკუს კაზინსი („საკრამენტო კინგსი“), ენტონი დევისი („ნიუ-ორლეან პელიკანსი“),
აღმოსავლეთის გუნდი კი, რომელსაც ტაირუნ ლუ უთავკაცებს, ასეთია: ლებრონ ჯეიმისი („კლივლენდ კავალიერსი“), დუეი უეიდი, კრის ბოში („მიაიამი ჰიტი“), კაილ ლოური, დემარ დეროზანი („ტორონტო რეპტორსი“), კარმელო ენტონი („ნიუ-იორკ ნიქსი“), ჯიმი ბატლერი („ჩიკაგო ბულზი“), ანდრე დრამონდი („დეტროიტ პისტონსი“), ჯონ უოლი („ვაშინგტონ უიზარდსი“), პოლ მისაპი („ატლანტა ჰოუქსი“), ისაია ტომასი („ბოსტონ სელტიკი“), პოლ ჯორჯი („ინდიანა პეისერსი“)