NBA-ს გამოსამშვიდობებელი წერილი კობი ბრაიანტს
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციაციამ სოციალურ ქსელებში „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელ კობი ბრაიანტს გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.
„ძვირფასო კობი! გვსურს, კალათბურთისადმი სიყვარულისა და ერთგულების გამო მადლობა გადაგიხადოთ. შენ დაგვიმტკიცე, რომ ნომერი „24“ შენს ზურგზე უბრალო ციფრი არაა. მადლობა იმისთვის, რომ თამაშისთვისა და გულშემატკივრებისთვის საკუთარ თავს წირავდი. იმისვის, რომ მაშინაც თამაშობდი, როდესაც შენი ორგანიზმი „არას“ ყვიროდა, მაგრამ გული და გონება „კის“ ამბობდნენ.
მადლობა მატჩებისთვის, რომლებშიც წაგებაზე უარს ამბობდი და რომლებშიც, ჩანდა, რომ მოსაგებად მზად იყავი. მადლობა შეუზღუდავი ამბიციებისთვის, რომლებმაც მეტოქეეებისადმი პატივისცემაში ხელი არ შეგიშალეს. იმისთვის, რომ ყველას დაუმტკიცე – კალათბურთში მაგია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მძიმე სამუშაო. მადლობა ნაჩუქარი ღიმილისთვის, ყვირილისთვის და ცრემლებისთვის. იმისთვის, რომ კალათბურთს ზუსტად ისე თამაშობდი, როგორც ეს საჭიროა.
შენი ძალიან მადლობელი ვართ, რადგან ადამიანებს საკუთარი თავისადმი რწმენა მაშინ ასწავლე, როცა მათი არავის აღარ სჯეროდათ. ოც წელიწადში ამ თამაშს ყველაფერი მიეცი. შენი უსაზღვროდ მადლიერები ვართ. მადლობა, რომ კალათბურთი გიყვარდა“, – წერია განცხადებაში.