„ქუთაისმა“ რეგულარული ჩემპიონატი მოიგო
საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის ბოლო მატჩში „ქუთაისმა“ „დინამოს“ 17 ქულით – 68:79 მოუგო.
„დინამომ“ ამ მატჩში ილია ლონდარიძე, ებრიუ მაკალპი და მიხეილ ბერიშვილი დაასვენა, „ქუთაისის“ რიგებიდან კი გოგა ცეკვავას არ უთამაშია.
პირველი მეოთხედი სტუმრებმა 2 ქულით – 24:22 მოიგეს. მეორე მეოთხედის დასრულებამდე 4 წამით ადრე „დინამოელები“ 3 ქულით აგებდნენ (38:41), როდესაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება აიღო, რომელიც მისმა გუნდმა კარგად გამოიყენა – ბოლო შეტევა მაქსიმ კოვაჩევიჩმა ზუსტი სამქულიანით დაასრულა (41:41). სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში თბილისელებს ვერაფერი გამოუვიდათ – ტუღუშის გუნდი ბოლო ათწუთიანი პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდა (52:65). ბოლო მეოთხედში „დინამომ“ თავის სასიკეთდ ვერაფერი შეცვალა და „ქუთაისთან“ მიმდინარე სეზონში ოთხიდან ოთხი შეხვედრა წააგო.
გამარჯვებულთა მხრიდან 15 ქულით, 5 მოხსნითა და 4 პასით გიორგი ბარბაქაძე გამოირჩა, „დინამოდან“ კი 17 ქულით, 1 მოხსნითა და 2 პასით საუკეთესო ნოდარ გოგოძე იყო.
ამ გამარჯვებით ქუთაისმა“ რეგულარული ჩემპიონატი 47 ქულით პირველა დგილზე დაასრულა. იმერლები 1/2 ფინალში „სოხუმს“ შეხვდებიან, 45 ქულთ მესამეზე გასული „დინამოს“ მეტოქე კი „ბათუმი“ იქნება.
„დინამო“ – „ქუთაისი“ 69:86 (22:24, 19:17, 11:24, 17:21)