U20: ქართველი მორაგბეების თავგანწირული ბრძოლა საფრანგეთის წინააღმდეგ
საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრები ინგლისში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მე-10 ადგილზე დასჯერდა.
დღეს, 25 ივნისს, უმცროსმა ”ბორჯღალოსნებმა” მე-9 ადგილისთვის მატჩი ფრანგ თანატოლებთან გამართეს და მძიმე ბრძოლაში 24:27 დამარცხდნენ.
ჩვენებურებმა მატჩის მიმდინარეობისას ლელოს დადება სამჯერ მოახერხეს. პირველ ჯერზე მსაჯმა საჯარიმო ლელო 63-ე წუთზე დააფიქსირა, მეორედ კი მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ოთარ გიორგაძემ (75) დადო. მესამე ლელო ბოლო წუთზე ლუკა გოგინავამ მიითვალა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრები სამქულიანი სხვაობითდამარცხდა.
”ბორჯღალოსნების” ძირითადი შემადგენლობა აღნიშნულ მატჩში:
5. ირაკლი სვანიძე, 14. დავით მესხი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო მერკვილიშვილი, 10. ვასილ ლობჟანიძე (კაპ), 9. გელა აფრასიძე, 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ოთარ გიორგაძე, 6. ირაკლი ცხადაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.