ფერნანდუ სანტუში: “სანახაობრივი ფეხბურთი კარგია, მაგრამ ასე ტურნირს ყოველთვის ვერ მოიგებ”
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატია დამატებით ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის წყალობითდაამარცხა. მატჩი პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა შეაჯამა.
“ეს ტაქტიკური დაპირისპირება იყო. ვცდილობდით, თამაშზე კონტროლი ჩვენ დაგვეწესებინა, თუმცა ხორვატებმა ამის საშუალება არ მოგვცეს. შემდეგ მეტოქე დაწინაურებასაც შეეცადა, თუმცა უკვე ჩვენ არ მივეცით ამის შესაძლებლობა. წინააღმდეგობა გაგვიწია შესანიშნავმა გუნდმა და თავიდანვე ცხადი იყო, რომ რთული მატჩი იქნებოდა.
ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, მეტოქის ძლიერი მხარეების განეიტრალებასა და მისი სისუსტეების გამოყენებას ვეცადეთ. მათ კონტრშეტევების საშუალება არ მივეცით, მაგრამ შეტევაში კიდევ უნდა მოვუმატოთ. დროდადრო ბურთით უფრო სწრაფად თამაში გვმართებდა, თუმცა ხორვატებმა ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს.
ზოგჯერ საქმეს პრაგმატულად უნდა მიუდგე. სანახაობრივი ფეხბურთი კარგია, მაგრამ ასე ტურნირს ყოველთვის ვერ მოიგებ. ფორტუნა ჩვენს მხარეს აღმოჩნდა, თუმც გამარჯვება ისედაც დავიმსახურეთ. შემდეგი მეტოქე პოლონეთის ნაკრებია”, – ფერნანდუ სანტუშის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.