ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” ითამაშებს. ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაზამ ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით 2.9 მილიონ დოლარს მიიღებს. Yahoo-ს ცნობით, ქართველი ცენტრი ენდრიუ ბოგუტის შემცვლელად მოიაზრება.
32 წლის კალათბურთელმა გასული სეზონი “დალასში” გაატარა, სადაც საშუალოდ, ერთ მატჩში 8.6 ქულასა და 9.4 მოხსნას აგროვებდა.
“დალასის” დატოვების შემდეგ, ზაზა თავისუფალი აგენტი გახდა და მისით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. საბოლოოდ კი, მან “გოლდენ სტეიტი” აირჩია, რომელიც 2015-16 წლების სეზონში, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც “კლივლენდთან” დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ “გოლდენ სტეიტმა” კევინ დურანტიც დაიმატა, ამრიგად ფაჩულიას ახალ გუნდში ბევრი ვარსკვლავი დახვდება, მათ შორის კი სტეფ კარი, დეიმონდ გრინი და კლეი ტომპსონიც არიან.