საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიც გაანადგურა
როგორც სავარაუდო იყო, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკრედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე, ვარჯიშის დარი მატჩი ჩაატარა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 29 ივლისს, პირველ მატჩი ალბანეთი 55 ქულით გაანადგურა, მეორე დღეს კი არანაკლები მარცხი შოტლანდიას აგემა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები 53 ქულით დაჯაბნეს და 2 ტურის შემდეგ, ტურნირის მონაწილე 24 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აქვთ. ორიდან 2 მოგებითა და ბურთების +98 შეფარდებით გაერთიანებულ ცხრილში ქართველები ყველას ზევიდან დაჰყურებენ.
შოტლანდია რომ საქართველოს კალიბრის ნაკრები არაა, ვიცოდით და ბრიტანელებს გარდაუვალი მარცხი არ ასცდებოდათ, წინდაწინ ვიქნებით. კარგია, რომ კალენდარი საჩვენოა და კაზანჯიანის გუნდს ტურნირის საწყის 2 მატჩში აუტსაიდერები შეხვდნენ, რომლებთან მატჩებიც მწვრთნელთა შტაბმა (კაზანჯიანი, მიხეილ კობეშავიძე, არჩილ ჟღენტი) გუნდის შესათამაშებლად, კომბინაციების დასახვეწად და ზოგადად, სავარჯიშოდ გამოიყენა.
მოედანზე კვლავ ყველა გავიდა და სათამაშო დროც თითქმის თანაბრად გადანაწილდა. 6 ქართველი 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რომელთაგან ორმა- გიორგი კორსანტიამ და გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლები გაიფორმეს. ამ უკანასკნელმა, 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, კორსანტიას ანგარიშზე კი 12 ქულა და 18 მოხსნა დაგროვდა. 13-13 ქულას ნიკა ლეონიძემ და ლუკა ბულაშვილმა უწიეს, ნიკა დარბაიძემ კი 14 ქულა მიითვალა.
მომდევნო ტურში, 31 ივლისს, საქართველოს ნაკრები ინგლისს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწრება.