ილიას ზუროსი: “ამ ეტაპზე ჩვენთის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთამაშებაა”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ქაალქ თბილისის მერიის თასი გამარჯვებით დაიწყო. ქართველებმა სპორტის სასახლეში ჰოლანდია ანგარიშით დაამარცხეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ყველა კალათბურთელმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მე ჩემი მოთამაშეების მჯერა და ვფიქრობ, მათ დაცვაში უკეთესად თამაში შეუძლიათ. დაცვა ის კომპონენტია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ძალიან გვჭირდება. რაც შეეხება შეტევას, ის გამოცდილებიდან მოდის. მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებამდე გუნდი კარგად შეთამაშდება. დიდი მადლობა გულშემატკივრებს. გადამწყვეტი მატჩების დროს მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო დაგვჭირდება. ქართველები და ბერძნები ერთმანეთს ძალიან გვანან, რადგან ორივე ქვეყანაში ადამიანები ქვეყნის ღირსების დასაცავად ბოლომდე იხარჯებიან.
ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელების მჯერა. ისინი გუნდს კარგად უნდა შეეწყონ. ზაქრაძეს გამოვარჩევდი, რადგან მან ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თუ ის თავის თამაშს კიდევ უფრო გააუმჯობესებს, ნაკრების ერთ-ერთი წევრი გახდება. თუ კალათბურთელი მზად არ არის და ითამაშებს, ეს თავად მისთვის იქნება საზიანო.
შეცდომების გამო, ბევრი სამქულიანი ჩაგვიგდეს. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ. მჯერა, რომ ყველაფერს გამოვასწორებთ. ამ ეტაპზე, ჩვენთვის შეთამაშება ყველაზე მნიშვნელოვანია. ზაზა ფაჩულიას თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ზაქრაძე ძალიან ახალაზრდაა. ის ქვეყნის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით ვარჯიშობს, მათთან თამაშით კი თავდაჯერებულობას მოიპოვებს.”