ილიას ზუროსი: “იმედი მაქვს, რუსეთთან შეხვედრაში დარბაზი შეივსება”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა უკრაინასთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სამწუხაროდ, კონცენტრაცია ვერ მოვახდინეთ. ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. მჯერა, რომ დაცვაში კარგად თამაში შეგვიძლია და ამას მოვახერხებთ კიდეც. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემმა გუნდმა კარგი დაცვა ითამაშოს.
დღეს ზაზა დავასვენეთ, რადგან ის გუნდს ახლახანს შეუერთდა და ამხელა დატვირტებისთვის მზად არ არის. ზაზა ძალიან დაგვაკლდა. მას შეუძლია თანაგუნდელებს შანსები შეუქმნას, რასაც დღეს მის გარეშე ვერ ვახერხებდით.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კარგ გუნდებს კარგი შედეგები მხოლოდ დაცვის წყალობით აქვთ. მე აქცენტს ყოველთვის დაცვაზე ვაკეთებ. ხვალ ტურნირის ბოლო შეხვედრას ვატარებთ. იმედი მაქვს, რუსეთთან დარბაზი შეივსება.
ყველა შეხვედრაში მოთამაშეები 100 პროცენტით უნდა დაიხარჯონ, თუმცა ეს მოსამზადებელი ეტაპია და მთავარია, ისინი ფორმაში შევიდნენ.
დუდა სანაძე კარგი კალათბურთელია, მაგრამ მას ძლიერ ტურნირებში თამაშის გამოცდილება აკლია. მე მისი მჯერა.
თანამედროვე კალათბურთში ხშირად ხდება ისე, რომ გუნდი გამოკვეთილი ცენტრის გარეშე თამაშობს.”