ილიას ზუროსი: “ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თბილისის მერიის თასზე, რუსეთთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მადლობას ვუხდი იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს მთელი გულით უგულშემატკივრეს. ზედიზედ სამი შეხვედრა ჩავატარეთ, ყველას მიეცა თამაშის საშუალება და შეიძლება, ითქვას, კმაყოფილი ვარ.
დღეს ცოტა უცნაური თამაში ვიხილეთ. მეტოქეს მაღალი კალათბურთელები არ ჰყავდა და შესაბამისად, ისინი შორიდან სროლებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. ჩვენ ყველა დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. მერიის თასი დამთავრდა, ახლა კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე ვიფიქრებთ. ჩემი გუნდის მოთამაშეები 100 პროცენტით დაიხარჯნენ, მათით კმაყოფილი ვარ.
შეუძლია თუ არა კალათბურთს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობა? კალათბურთი სპორტია. ჩვენ პროფესიონალები ვართ და ვცდილობთ, გავიმარჯვოთ. მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
რუსეთის ნაკრებს ძალიან მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს, რომლებსაც სამქულიანების ჩაგდება ნებიმისერი მანძილიდან შეუძლიათ. ჩვენ შეცდომები დავუშვით, მაგრამ ადრეც ვთქვი, რომ ეს მოსამზადებელი შეხვედრებია და სხვადასხვა კომპონენტები უნდა დავხვეწოთ.”