შენგელია და ფაჩულია შესარჩევი ეტაპის ყველაზე ეფექტური მოთამაშეების ტოპ 5-ში
დასრულდა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი. გადაწყდა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხედ იასპარზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპზე თითქმის ყველა ქართველი კალათბურთელი დამაჯერებლად გამოიყურებოდა. FIBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩვენი სპორტსმენები მრავლად არიან.
3 ქართველი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო საჯარიმოების შემსრულებელთა ხუთეულში:
(1) მაიკლ დიქსონი – 100%, 17/17
(2) ალექსანდარ ვეზენკოვი (ბულგარეთი) – 93.3%, 14/15
(3) ზაზა ფაჩულია – 92.1%, 35/38
(4) გიორგი შერმადინი – 90.5%, 19/21
(5) ვოიდან სტოიანოვსკი (მაკედონია) – 90.3%, 28/31
2 ქართველი შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მომხსნელთა სიაში:
(1) იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა) – 13.5 მოხსნა საშუალოდ
(2) ჟოაო გომეში (პორტუგალია) – 10.0 მოხსნა
(3) ჰლნურ ბაერინგსონი (ისლანდია) – 8.2 მოხსნა
(4) თორნიკე შენგელია – 8.0 მოხსნა
(5) ზაზა ფაჩულია – 7.7
შესარჩევი ეტაპის ეფექტური მოთამაშეების ხუთეული:
(1) ჟოაო გომეში (პორტუგალია)
(2) თორნიკე შენგელია
(3) იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა)
(4) ადამ ჰანგა (უნგრეთი)
(5) ზაზა ფაჩულია
შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მეპასეთა ხუთეული:
(1) გორან დრაგიჩი (სლოვენია) – 8.4 გადაცემა საშუალოდ
(2) გიორგი ცინცაძე – 6.8
(3) ლუდვიგ ჰაკანსონი (შვედეთი) – 6.0
(4) მაოდო ლო (გერმანია) – 5.8
(5) ალექსანდრ ლიპოვი (უკრაინა) – 5.3