ილიას ზუროსი: ”მე მსურს მივულოცო ყველას ეს წარმატება”
დღეს 19 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” პრესკონფერენცია გამართა.
დიდი მადლობა ყველას აქ მობრძანებისათვის და ამ ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით დგომისათვის. მე მსურს მივულოცო ყველას ეს წარმატება, რასაც ერთად მივაღწიეთ, დიდი და თავდადებული შრომის შედეგად.
”მე დავიწყებ ფედერაციიდან ამ მადლობას, მათ პირველივე დღიდან გამომიცხადეს ნდობა და მეც მქონდა იმის ამბიცია, რაიმე კარგი გამეკეთებინა. მე ვამაყობ, რომ მათი გუნდის წევრი ვარ. ეს არამარტო შედეგზეა დამოკიდებული, ისინი ყოველთვის ცდილობენ ააშენონ კარგი გუნდი და მწვრთნელთა შტაბი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დამოკიდებულია არამარტო პრეზიდენტზე, არამედ ყველაზე, ვინსთან ერთადაც მთლიან გუნდს გვიწევს მუშაობა – ჩვენ ერთად მომავალს ვაშენებთ. ასე რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – მე ძალიან ბენდიერი ვარ რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან მიწევს მუშაობა. ჩვენ ერთად ვცდილობთ რომ ავამუშავოთ გეგმის ის ყველა საფეხური, რომელზეც პირველივე დღიდან დავიწყე ფიქრი და საუბარი.
მე დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს სამწვრთნელო შტაბს – განსაკუთრებით კოტე ტუღუშს და ირაკლი ხოშტარიას. ისინი მეხმარებოდნენ ბევრს და დღე და ღამე მუშაობდნენ, რომ კარგად შემესწავლა თითოეული ჩვენი მოთამაშის მენტალიტეტი. ასევე მადლობა გუნდის ყველა დანარჩენ წევრს – იმისათვის რომ ასეთ მოკლე დროში – 2 თვეში მოვახერხეთ და კარგად მოვემზადეთ ამ თამაშებისათვის. ამ 6 თამაშში ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საუკეთესო შედეგი, ეს კი ნამდვილად არ იყო ადვილი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰგონია, რომ ეს არაფერია, მაგრამ ეს ძალიან რთული საქმეა როდესაც ამ სიტუაციასთან პირისპირ აღმოჩნდები.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გუნდის ექიმებმა ფასდაუდებელი სამუშაო გაკეთეს და დიდი მხადაჭერა გაგვიწიეს. ჩვენს მოთამაშეებს ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი ტრავმები ჰქონდათ. თემო, ზაქრო და ზურა ამაში ძალიან გვეხმარებოდნენ. მადლობა აგრეთვე პაატას, რომელიც გვერდით გვედგა. ხალხს შეიძლება უნდა კარგი შედეგი და არც კი იციან, თუ რამდენი ხალხი მუშობს და რამდენი შრომა უნდა ჩიდოს, რომ ამ კარგ შედეგს მიაღწიო. ისინი თავდაუზოგავად შრომობენ 24/7-ზე. ვლადიმერ ბოისა და პაატა ბურჯალიანი ბევრს მუშაობდნენ იმაზე, რომ თავი ყველას კომფორტულად გვეგრძნო, გადაეწყვიტათ ყველა პრობლემა რაც ამ მუშობის პროცესში და დროის განმავლობაში გვქონდა.
დიდი მადლობა ყველა ჩვენს მოთამაშეს, რადგან სწორედ მოთამაშეები არიან ისინი, ვინც ამ ბევრი მუშაობის შედეგს მოედანზე ასახავენ. ისინი მუშაობენ ბევრს და თამაშობენ შესანიშნავად რომ შედეგი აჩვენონ. როდესაც აქ სამუშაოდ ჩამოვედი, ბევრს ვლაპარაკობდი დაცვის შესახებ, იმიტომ რომ მჯერა, რომ კარგი დაცვითი თამაშის წყალობით კარგი შედეგის დაფიქსირება შეიძლება.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება დავივიწყოთ ის ფასდაუდებელი სამუშაო, რომელიც იგორ კოკოშკოვმა გასწია ნაკრების ჩამოყალიბებაში. მან ასე ვთქვათ ცნობილი გახადა ქართული კალათბურთი ევროპისათვის. იმ შედეგებმა, რაც მან ევრობასკეტებზე აჩვენა, საქართველოზე, როგორც საკალათბურთო ქვეყანაზე ყველა აალაპარაკა.
წელს ჩვენ საერთო ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენეთ ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც მონტენეგროს ყავს, გუნდთან, რომელსაც კარგი და გამოცდილი მწვრთნელი და ევროპაში ერთერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ გვქონდა ჟინი მოგებისა, ჩვენმა მოთამაშეებმა ყველაფერი აჩვენეს, რაც შეეძლოთ კარგი შედეგის დასაფიქსირებლად. მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით. ეხლა ისღა დაგვრჩენია, რომ მუშობა გავაგრძელოთ, რადგან პირველი მიზანი წარმატებით შევასრულეთ, რაც დასახული გვქონდა – გავედით ევრობასკეტზე. ჩვენ ახლა უნდა მომავლზე ვიფიქროთ.
მადლობა კდევ ერთხელ ყველას, ვინც ამ წარმატებაში პასიურად თუ აქტიურად, რამე ფორმით მიიღთო მონაწილეობა. დიდი მადლობა გულშემატკივარს. 2 მატჩის ბილეთები სრულიად ამოიყიდა და ეს დაუჯერებელია და ძალიან სასიამოვნო, როდესაც ამხელა მხარდაჭერას გრძნობ. ჩვენ ბედნიერები ვართ! ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ ყველა იმ დადებით ემოციას, რაც მათ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოგვცეს!” – განაცხადა ილიას ზუროსმა.