20-წლამდელებმა ევროპის ლიგაზე პოლონელებთან წააგეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში ევროპის ახალგაზრდული ლიგის მორიგი მატჩი გამართა.სამწუხაროდ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მარცხი განიცადა. ქართველების მეტოქე პოლონური „ვლადსლავოვო“ გახლდათ, რომელმაც ანგარიშით 73:61 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 13:18 დათმო, ხოლო დიდ შესვენებამდე ვითარება ვერ გამოასწორა და მეორე პერიოდის 14:16 წაგების შემდეგ 7 ქულით ჩამორჩა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი შეცვალა და მომდევნო მეოთხედების წაგების შემდეგ საბოლოოდ 12 ქულით დამარცხდა.
ქართველთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია, რომელმიც მატჩის ბომბარდირი გახდა. 11 ქულა დააგროვა რატი ნუცუბიძემ, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები პირველი ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, თბილისის დროით 12:30 საათზე გამართავს, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდება.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია