ბლიც-ინტერვიუ “საკრამენტოსთან” მატჩის MVP ზაზა ფაჩულიასთან
“გოლდენ სტეიტმა” საკრამენტოში “კინგსი” 117:106 დაამაარცხა. მატჩის შემდეგ, ტრადიციულად მატჩის საუკეთესო მოთამაშესთან ბლიც ინტერვიუ შედგა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ:
“საკრამენტოს” ლიდერ დემარკუს კაზინსს მეორე ტაიმში ბევრი არაფერი გამოუვიდა. რა იყო მის წინააღმდეგ კარგად თამაშის გასაღები?
– იგი მაღალი დონის კალათბურთელია, ბურთს ხსნის, შეტევებში კარგად გადადის, საშუალო ტყორცნებსაც მშვენივრად აგდებს, სამქულიანებსაც, კარგად იყენებს “პიკ ენდ როლს”. ასეთი კალათბურთელის წინააღმდეგ მთავარია გონივრული თამაში, ბევრი მუშაობა, ძალისმიერი თამაშით საქმის გართულება. თუმცა, ვთვლი, რომ მთელმა გუნდმა კარგად იმუშავა.
– ასეთი სწრაფი, ფიზიკური თამაში ყველასთვის რთულია…
– დარბაზში დიდ დროს ვატარებთ, ზედმეტ წონასაც ვაგდებთ და ვძლიერდებით.
– შეტევაში ძალიან აქტიური იყავი – ხუთი მოხსნა მეტოქის ფარზე. რატომ?
– რატომაც არა?! შეტევებისას ბევრი ბურთი აგვიცდა, მე მათი დაუფლებისთვის ვიბრძოდი.
– მატჩის ყველაზე ეფექტურ მომენტი: დურანტის დაფარება, ფაჩულიას ზურგსუკნიდან პასი, კარის ორქულიანი…
– ასეთი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა, უნდა ეცადო ლამაზად განაგრძო თანაგუნდელის ეფექტურად დაწყებული. ბურთი მეტოქის კალათისკენ ზურგით მდგომმა მოძრაობაში მივიღე, იყო გარბენის დაფიქსირების ალბათობაც. ამიტომ დაუფიქრებად ზურგსუკან, გარღვევაზე მყოფ კარის გადავაწოდე.
– ბავშვი წინა რიგში იჯდა. რას ნიშნავს საკუთარი შვილის წინაშე კალათბურთის თამაში?
– ეს ოცნებაა. მის ასაკში ასეთი გამოცდილება დიდი ბედნიერებაა. ბევრს სწავლობს, წიგნებს კითხულობს და მეც ვცდილობ, შრომა დავუფასო. როცა შესაძლებლობა მაქვს, ჩემს გვერდით მყავდეს.
– რა ჰქვია?
– დავითი.
– დარწმუნებული ვარ, დავითიც ამაყობს.
GBF.GE