შენგელიას 13 ქულა “ბასკონიას” სტამბოლში “დარუშაფაკასთან” არ ეყო
თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ევროლიგის მორიგი ტურის მატჩი სტამბოლში, დევიდ ბლატის გაწვრთნილ „დარუშაფაკასთან“ გამართა. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 98:89 დასრულდა.
ვიტორილი გუნდის ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 26:03 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. თოკომ 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. სამწუხაროა, რომ შენგელიას ზედიზედ ჩაგდებული საჯარიმოების სერიაც შეწყდა. სტამბულში ჩასვლამდე ქართველ ფორვარდს მიჯრით 23 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული, რომელიც “დარუშაფაკასთან” მატჩში 26-მდე გაზარდა, თუმცა 27-ე საჯარიმო არაზუსტი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა 98 ქულიდან 96 (!) ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო, რაც კალათბურთში ძალიან იშვიათია. მატჩის გმირი ლატვიელი კალათბურთელი დაირის ბერტანსი გახდა, რომელსაც “ბასკონიასთან” მატჩამდე, ევროლიგაში საშუალოდ 5 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ამჯერად კი, 29 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო) მიითვალა.
თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩა კვლავ სტუმრად ჩაატარებს. ვიტორიელები პირეოსში “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდებიან.
GBF.GE