სანიკიძის გარეშე – ზუროსმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. ბერძენმა სპეციალისტმა ევროპის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ სანიკიძე გამოაკლდა, რომელიც გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ზუროსის მიერ დასახელებული 19-კაციანი შემადგენლობა ასეთია:
გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, მაიკლ დიქსონი, გიორგი გამყრელიძე, ოთარ ფხაკაძე, ნოდარ გოგოძე, ბესო ლეჟავა, თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, მიხეილ ბერიშვილი, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, გიორგი შარაბიძე, გოგა ბითაძე, ბექა ბექაური, ილია ლონდარიძე.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 31 აგვისტოს დაიწყება, საქართველოს ნაკრების საბოლოო შემადგენლობა კი ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი.