საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში ჩავიდა (VIDEO)
საქართველოს ეროვნული ნაკრები პოდჩეტრტეკშია, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურშეკრებაზე გადავიდა. სლოვენიის ეს მყუდრო დაბა იდეალური ადგილია მოსამზადებლად. საქართველოს ნაკრებიც უკვე მე-5 წელია, პოდჩეტრტეკის კომფორტულ სასტუმრო-სპორტკომპლექსში გადის შეკრებას და ყოველთვის, გუნდს მომზადების მხრივ პრობლემები არ შექმნია.
საქართველოს ნაკრები პოდჩეტრტეკში დღეს, ადგილობრივი დროით 13:00 საათზე ჩავიდა, სადაც გუნდს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დახვდა. სპორტულიეკიპირების კომპანია Spalding-თან თანამშრომლობა გრძელდება და ამ ფირმის წარმომადგენლებმა ნაკრების თითოეულ წევრს სახელდახელოდ ჩანთაში ჩალაგებული სრული ამუნიცია სასტუმროში დაახვედრეს.
სასტუმრო „ტერმე ოლიმპიაში“ მისვლისთანავე ნაკრების წევრებმა ისადილეს და დასასველებლად ნომრებს მიაშურეს. მთავარმა მწვრთნელმა-ილიას ზუროსმა საღამოს 7 საათზე ვარჯიში დანიშნა, რომელიც არა დასატვირთად დაკომბინაციების დასამუშვებლად, არამედ მგზავრობით დაღლილი კუნთების მოსადუნებლად იქნება განკუთვნილი.
ნაკრებთან არ იმყოფება ზაზა ფაჩულია, რომელიც გუნდს თბილისშიდაბრუნების შემდეგ – 7 აგვისოს შეუერთდება. გოგა ბითაძე პოდჩეტრტეკში 24 ივლისს ჩავა, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს შეუერთდება.