18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ მიემგზვრება
საქართელოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზპდ მიემგზავრება. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი ნაკრები ტურნირის მასპინძელ ირლანდიში ხვალ, გამთენიისას გაფრინდება და პირველ მატჩს 4 აგვისტოს გამართავს.
ტურნირში 24 ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. საქართველო С ჯგუფში რუმინეთთან, ჰოლანდიასთან, ისრაელთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან მოხვდა. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში 2 საუკეთესო გუნდი გადის.
საქართველოს ნაკრების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:
4 აგვისტო – საქართველო VS ჰოლანდია – 16:45
5 აგვისტო – რუმინეთი VS საქართველო – 21:15
6 აგვისტო – ისრაელი VS საქართველო – 19:00
8 აგვისტო – საქართველო VS შვეიცარია – 16:45
9 აგვისტო – ნორვეგია VS საქართველო – 23:30
(მითითებული თბილისის დრო)
18-წლამდელთა ნაკრები, როგორც გუნდი, საქართველოს 2016-17 წლების სეზონის ქალთა ლიგაში ასპარეზობდა და ჩემპიონი გახდა. ამ ნაკრების ბირთვს ის გოგონები წარმოადგენენ, რომლებმაც გასულ წელს 16-წლამდელთა C დივიზიონი მოიგეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ნატალია ოთხმეური, ვიქტორია გეგეშიძე, ელენე ილურიძე, სალომე კალანდაძე, მარიამ ღარიშვილი, ლიკა მიქიაშვილი, მარია ოქროპირიძე, გვანცა ბოჭორიშვილი, ელენე მანდარია, ანა ქავთარაძე, ანა ქარსელაძე, ნინო ბაგაური
GBF.GE