საქართველოს U16 ნაკრებმა ჩეხეთს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა (VIDEO)
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახევარფინალშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და ტიჰომირ ბუჯანის გაწვრთნილ გუნდს 1 ნაბიჯი აკლია ელიდატულ – A დივიზიონში გადასვლამდე.
მას შემდეგ, რაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა, საქართველოს ნაკრებმა საპლეიოფო მეტოქე – ჩეხეთის ნაკრები დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სლავთა ნაკრებმა, რომელმაც C ჯგუფში წაუგებლად პირველი ადგილი დაიკავა, ჯვარედინი სისტემის თანახმად საქართველოს შეხვდა, თუმცა გამართულად მოთამაშე ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა.
ქართველებმა ჩეხებს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს და საბოლოოდ ისე გაიმარჯვეს, მეტოქისთვის მცირედი შანსიც არ მიუციათ. ჩვენმა გუნდმა პირველი პერიოდი 16:7 მოიგო, ხოლო მეორეში 19:18 იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდა. ყველაფერი მესამე პერიოდის ბოლოს გადაწყდა, რომელიც საქართველომ 17:9 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 18 ქულით დაინაურდა.
საბოლოოდ ქართველებმა 65:51 მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ბელგიის ანალოგიური ანგარიშით – 65:51 მძლეველ ჰოლანდიის ნაკრებს შეხვდებიან. ჩეხეთთან მატჩში საქართველოს 16 ქულით რატი ანდრონიკაშვილმა ულიდერა. 14-14 ქულით ირაკლი სულხანიშვილი და გიორგი ჭეიშვილი გამოირჩნენ. 10 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ლაშა მიქელაძემ, ვოვა თავაქარაშვილის ანგარიშზე კი 7 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ჰოლანდიას შევხდება. მატჩი 18 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საბერძნეთი და დიდი ბრიტანეთი შეხვდებიან.
ჩეხეთი – საქართველო 51:65 (სტატისტიკა)
GBF.GE