ბერძენმა კალათბურთელმა ზუროსს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
23 აგვისტოს, აკროპოლისის თასზე საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი საბერძნეთი ერთი ქულის სხვაობით, 72:71 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ბერძენმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ბერძენ კალათბურთელებს ხელი ჩამოართვა, თუმცა ნიკოს პაპასმა ხელის ჩამორთმევა იუარა.
ზუროსსა და პაპასს შორის კონფლიქტი 2008 წელს დაიწყო, როცა პაპასმა 18-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ კალათბურთელი “პანელინიოსში” ირიცხებოდა, რომელსაც ილიას ზუროსი წვრთნიდა. პაპასს იმედი ჰქონდა, რომ პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებდა, მაგრამ ზუროსმა ის პირველი გუნდის განაცხადში არ შეიყვანა. ამის გამო გაბრაზებულმა მოთამაშემ კლუბი შეიცვალა.
2011 წელს საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი ზუროსი იყო, რომელმაც პაპასი ევრობასკეტის განაცხადში არ შეიყვანა.
Παππάς vs Ζούρος σημειώσατε ασσο…. #GREGEO pic.twitter.com/z30GrHgEQB
— ᵀᴴᴱ|JᎥᗰᗰУ ᏩᖇᏋᏋЙ|¹³☘ (@jimmy_green13) August 23, 2017