საქართველომ ევრობასკეტის მასპინძელ ისრაელს სავსე ტრიბუნების წინ, ოვერტიმში მოუგო

თარიღი: სექტემბერი 6, 2017

თელ ავივის სავსე ტრიბუნების წინაშე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელს დამატებით დროში სძლია და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ჯგუფში ჩატოვა. ისრაელს მოგება ჰაერივთ სჭირდებოდა, ქართველებს კი წაგების შემთხვევაშიც კი თეორიული შანსი რჩებოდათ, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა მაქსიმუმი გაიღეს, ბოლომდე გმირულად იბრძოლეს და მატჩი, რომლის უდიდეს დროს ჩამორჩებოდნენ, დამატებით დროში – 104:91 მოიგეს.

ეს გამარჯვება მთელი გუნდისა და მასთან დაკავშირებული ყველა ადამიანისა თუ კომპანიის ბრძოლის შედეგია. ბიჭებმა იბრძოლეს, მწვრთნელებმა და ექიმებმა მათ ამაში ხელი შეუწყვეს, სპონსორები და გულშემატკივრები კი ნაკრებს გვერდში ედგნენ. ნაკრების გენერალური სპონსორი „საქართველოს რკინიგზა“ და გენერალური პარტნიორი – „ევროპაბეთი“ ევრობსკეტზე მოპოვებული გამარჯვებების ღირსეული მონაწილენი და მზიარენი არიან, თუმცა ბრძოლა გრძელდება და ქართველებს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პრინციპული დაპირისპირება ელით.

ილიას ზუროსის გუნდმა მოუგო ლიტვას და ისრაელს და 2-2 მოგებ-წაგებით გამსვლელ პოზიციას იკავებს, თუმცა ბოლო ტურში იტალიას აუცილებლად უნდა ვძლიოთ, რადგან ჩვენს მერეა თამაში: ისრაელი – უკრაინა და თუკი სლავებმა იმარჯვეს, იტალიასთან მოუგებლად ჯგუფიდან ვეღარ გავალთ. ისრაელი უმოტივაციოდაა დარჩენილი და იმის იმედზე ვერ ვიქნებით, რომ მოგებით პლეი ოფში გამსვლელ უკრაინას დაამარცხებს.

რაც შეეხება ისრაელთან მატჩს, ქართველებმა მასპინძლებს გამარჯვება ხელიდან გამოჰგლიჯეს. ებრაელები როგორი პატრიოტები არიან, ყველას კარგად მოეხსენება და მაშინ, როცა ყოფნა-არყოფნის საქმეა და დარბაზში აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან, ხომ მთლად ურთულესიაა მათთან ბრძოლა. რაოდენობა ვახსენეთ და ქართველებიც არ იყვნენ დარბაზში ხალვათად, თუმცა 8,800 ადგილიანი დარბაზი მთლიანად შეივსო და ჩვენი ქომაგები ებრაელებში ჩაიკარგნენ, თუმცა ომახიანი შეძახილებით ნიადაგ აწვდენდნენ მოედანზე მებრძოლ ქართველებს ხმას და აგრძნობინებდნენ, რომ მათ გვერდში არიან და რომ ბროლა გრძელდება.

ბევრით არა, მაგრამ ისრაელი ბოლო პერიოდის შუაწელამდე ნიადაგ ლიდერობდა. ბოლო წუთებამდე ქართველები ერთადერთხელ, მეორე პერიოდში, რამდენიმე წამით დაწინაურდნენ, თუმცა გალ მეკელის წარმოუდგენელ გარღვევებს, რიჩარდ ჰოუელის ფარქვეშა დომინაციას და იოგნევ ოჰაიონის უცნაურად დაკიდებულ სროლებს ვერაფერს უხერხებდნენ და პირველ ნახევარში მასპინძლებისგან 49 ქულა მივიღეთ. ისრაელი კი ხან 4, ხან ექვსი, ხანაც 10 ქულით ლიდერობდა. ერთ ეპიზოდში სხვაობამ 11 ქულას მიაღწია.

ქართველები ბრძოლისა და შეუპოვრობის ხარჯზე ახერხებდნენ მეტოქესთან მიახლოებას, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში, ლიდერობის მოსაპოვებლად ძალა არ ჰქოფნიდათ. გარდატეხა მოხდა ბოლო პერიოდში, როცა გუნდური თამაშითა და დაცვაში ყოჩაღი გარჯით შეტევაშიც ხელ-ფეხი გაგვეხსნა, ამას მოყჰყვა ისრაელის ნატურალიზებული ცენტრის – რიჩარდ ჰოუელის მოედნიდან გავარდნა და ქართველები მატჩის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე 5 ქულით დაწინაურდნენ.

გამარჯვება ახლოს იყო, თუმცა ებრაელებმა გალ მეკელის გარღვევით მოახერხეს ბოლო წუთზე ქულით დაწინაურება. აქ მოხდა თითქმის წარმოუდგენელი რამ: ჩვენებმა ორჯერ შეტევაში ბურთი დაკარგეს, თუმცა საპასუხოდ თავი კარგად დაიცვეს და ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე თორნიკე შენგელიამ ებრაელთა ლიდერ ომრი კასპის დაუფარა. მაიკლ დიქსონმა დუდა სანაძის დროული პასით სამქულიანი ჩააგდო და სირენამდე 12 წამით ადრე საქართველო 89:87 დააწინაურა. ებრაელებმა კომბინაცია სწრაფად გაითამაშეს და ომრი კასპიმ ფარქვეშიდან ანგარიში გაათანაბრა. ქართველებს 6 წამი ჰქონდათ დარჩენილი და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს, ბურთი ზაზა ფაჩულიას საჯარიმოსთან მიაწოდეს, რომელიც ფარისკენ დაიძრა, ახტა და … მსაჯებმა მასპინძლებზე ჯარიმა არ დააფიქსირეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებითი დრო ცალფარა გამოდგა. ქართველებმა ილაჯგამოცლილ ებრაელებს ქულების სეტყვა დაატეხეს თავს და ოვერტაიმის 15:2 მოგებით 13-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი შენგელიამ დააფიქსირა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის სარეკორდო 19 მოხსნა მიითვალა. ამასთან, თორნიკემ 25 ქულა მოიპოვა და მატჩის ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკის ავტორი გახდა. ევროპის ჩემპიონატებზე პირადსარეკორდო – 17 ქულა მიითვალა დუდა სანაძემ, ხოლო მაიკლ დიქსონმა თავი 18 ქულას მოუყარა. მატჩში მეორე ორმაგი დუბლი კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მიითვალა, რომელმაც 19 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. ძალიან სარგებლიანად გაისარჯა მანუჩარ მაკროიშვილი, რომელმაც 11 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგი შერმადინმა სამწამიან ზონაში კარგად იბრძოლა და თავი 9 ქულას და 8 მოხსნას მოუყარა. მთლიანობაში საქართველომ ისრაელზე 28-ით მეტი – 50 ფარიდან ასხლეტილი ბურთი მოიპოვა, რაც ფარზე დომინაციის თვალსაჩინო დადასტურებაა.

საქართევლოს ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე იტალიასთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გავა.

ისრაელი – საქართველო 91:104 (სტატისტიკა)

GBF.GE



მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა – როგორ შეაშინა მერაბმა იანი? (ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა რუს პიოტრ იანს უშანსოდ მოუგო. დამარცხების შემდეგ იანი ისეთი შეშინებული ჩანდა, მერაბის ხელის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა