ილიას ზუროსი: “ჩემი მოთამაშეებით ძალიან ვამაყობ!”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა იტალიასთან მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ძალიან ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით. მათ პირველი დღიდან დღემდე უდიდესი სამუშაო გასწიეს. ისრაელთან მატჩი 18 საათის წინ ჩავატარეთ, დღეს კი ენერგია დაგვაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი სხვაობით ვმარცხდებოდით, თამაში ბოლო სროლით წავაგეთ. ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. გვინდოდა, ყველას დაენახა, რომ მებრძოლი ხასიათი გვაქვს, ჩვენ არასოდეს ვნებდებით.
შესაძლოა, იტალიასთან შეხვედრა ამ ევრობასკეტზე ჩვენთვის ბოლოც კი იყოს, ყველაფერი ისრაელი-უკრაინის დაპირისპირებაზეა დამოკიდებული. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს გვიჭერენ”, – განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი-უკრაინის შეხვედრა 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.