გიორგი ცინცაძე: “დიდი შანსია, სანაკრებო კარიერა მეც დავასრულო”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ განაცხადა, რომ დიდი შანსია, მან სანაკრებო კარიერა დაასრულოს.
როგორც იცით, ევრობასკეტის შემდეგ, სანაკრებო კარიერა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა. ასევე, მანუჩარ მარკოიშვილმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, თავის ადგილს ისიც ახალგაზრდებს დაუთმობს.
“დიდი შანსია, რომ სანაკრებო კარიერა მეც დავასრულო. გასათვალისწინებელი ბევრი რამაა, ამიტომ ვფიქრობ, ჯობია, რომ შენი სათამაშო დრო და ადგილი ახალგაზრდებს მისცე. შესაძლოა, ჯერ ცოტათი პატარები არიან და ფიზიკურად, ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი ჩანს. თაობათა ცვლა გარდაუვალი იქნება და ჯობს, ნაადრევად დავიწყოთ. როცა ისინი 20-21 წლის ბიჭები იქნებაინ, სანაკრებო ტვირთის ტარებისათვის მზად იქნებიან”, – განაცხადა გიორგი ცინცაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.