შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე კანდიდატურა მოხსნა
შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა.
“მინდა, ჩემს ყველა თანამოაზრესა და მეგობარს მადლობა გადავუხადო. უსამართლობა დღესაც გრძელდება. ჯერაც კი არ ვიცით იმ დელეგატთა სია, რომლებმაც არჩევნებში ხმა უნდა მისცენ. ჩვენ მთელი მონდომებით ვცდილობდით, რომ პროგრესისკენ წავსულიყავით. სამწუხაროდ, ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარება. ამ ინტერესების დამარცხება ვერ მოვახერხეთ. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა აღარ მივიღო. ჩემი კანდიდატურა მოხსნილი იქნება. ახალ პრეზიდენტს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა ხეცურიანმა.
შეგახსენებთ, რომ შიო ხეცურიანის გარდა, კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას პაატა გურასპაული იღებდა.