თორნიკე შენგელია ევროლიგის სიმბოლურ ხუთულში მოხვდა
თორნიკე შენგელია ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირის სიმბოლურ ხუთულში მოხვდა. “ბასკონიას” ქართველი ფორვარდი 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფორვარდად დასახელდა. ევროლიგამ ყველა პოზიციაზე სეზონის საუკეთესოები გამოარჩია და რჩეული ხუთული ასე გამოიყურება:
ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), იან ვესელი (“ფენერბაჰჩე”).
შენგელია ევროლიგაში საშუალოდ 13.7 ქულას აგროვებდა, რაც ამ ტურნირის მონაწილე ფორვარდებსა და ცენტრებს შორის საუკეთესო შედეგია. შენგელიას შანსი აქვს, ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედაც (MVP) დასახელდეს. გულშემატკივართა გამოკითხვასთან ერთად საუკეთესოს ჟურნალისტები და მწვრთნელების ხმები გამოავლენენ.
შეგახსენებთ, ევროლიგის “ოთხთა ფინალი” ბელგრადში 18-20 მაისს ჩატარდება. ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: “რეალი”-ცსკა, “ფენერბაჰჩე”- “ჟალგირისი”.