ტანასის სკორტოპულოსი: “ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა”
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტანასის სკორტოპულოსმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“დღეს ორივე გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. საქართველომ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ვიხილეთ ყველაფერი – სისწრაფე, დაცვა, ძალისხმიერი თამაში. ყველაფერი იღბალმა გადაწყვიტა, რის ხარჯზეც გავიმარჯვეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო შეტევისას ჯარიმა არ ავიღეთ, რადგან ვიცოდით, რომ 5 წამი გვრჩებოდა და შესატევად. მინდა, აღვნიშნო ჩემი გუნდის უკანახაზელების თამაში, რომლებიც შორეული სროლებით გამოირჩეოდნენ. გამოვარჩევდი შენგელიას, მისი შეჩერება ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რადგან ეს ურთულესია.
ძალიან გახარებული ვარ. შესარჩევი ეტაპის დასაწყისში რთული სიტუაცია იყო შექმნილი, რადგან არც NBA-ს და არც ევროლიგის მოთამაშეები არ გვყავდა, რის გამოც ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგვიწია. ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში გავინაღდეთ.
დიდი მადლობა კარგი მასპინძლობისათვის და ასეთი კარგი გარემოს შექმნისათვის”, – განაცხადა სკორტოპულოსმა.