NBA: ვისი რეკომენდაციით მოხვდა ფაჩულია “დეტროიტში”?
“დეტროიტ პისტონის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, დუეინ კეისიმ გუნდის ახალი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც კეისი აღნიშნავს, მან ფაჩულია სტივ კერის რეკომენდაციის შემდგომ დაიმატა.
“მას შეეძლო ეთქვა არაფერი, მაგრამ ასევე ყველაფერი საუკეთესო მის შესახებ. კერის პასუხი გადამეტებულად პოზიტიური იყო. “გოლდენ სტეიტი” ახლა უფრო ახალგაზრდული იქნება მის პოზიციაზე, თუმცა ის ლიდერული თვისებები და გამოცდილება, რაც ზაზას აქვს, “დეტროიტის” ახალგაზრდა ცენტრებს დიდად დაეხმარება. ეს ჩემთვისაც დიდი დახმარება იქნება, როგორც მწვრთნელისთვის”, – განაცხადა მენტორმა.
ფაჩულიამ “გოლდენის” მხოლოდ 7 საპლეიოფო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გასულ სეზონში, თუმცა წელიწადნახევრის განმავლობაში “მეომრების” მთავარი ცენტრი იყო.
“კარგია, როგორც იქნა, ზაზასავით გამოცდილი მოთამაშე გყავს. ის დიდებული ლიდერია, გვაძლევს ადეკვატურ თვითშეფასებებს, გვიზიარებს იმ გამოცდილებას, რითაც “გოლდენ სტეიტი” ჩემპიონი გახდა. ჩვენ ახლა ვიწყებთ შოუს. არ ველოდი, რომ ბიჭები ასე მალე დაბრუნდებოდნენ დეტროიტში, ყველა სავარჯიშო დარბაზში დამხვდა და ეს დიდწილად სწორედ ფაჩულიას დამსახურებაა. ზაზა ერთად კრავს გუნდს”, – თქვა დრამონდმა.
ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფაჩულიამ, შესაძლოა, კარიერა სეზონის ბოლოს დაასრულოს. “დეტროიტში” ხელფასის სახით ქართველი 2 მილიონზე მეტ დოლარს აიღებს.