ილიას ზუროსმა: “ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სერბეთთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, საქართველომ 2021 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე სერბეთი სტუმრად 94:90 დაამარცხა. ბერძენი სპეციალისტი ამბობს, რომ ის გამარჯვებაზე მეტად ახალგაზრდა კალათბურთელების თამაშითაა გახარებული.
“პირველ რიგში, მინდა, ჩემი გუნდის მოთამაშეებსა და მწვრთნელებს მივულოცო. მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა. იგორ კოკოშკოვი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთე მსოფლიოში. კალათბურთი ჯადოქრობა არ არსებობს, გამარჯვებისათვის საჭიროა ერთად თამაში და ერთად ვარჯიში.
ძალიან მიხარია, რომ არ დავნებდით და ვიბრძოლეთ. გამარჯვებაზე მეტად მახარებს ის, რომ ჩვენმა სამმა ახალგაზრდა კალათბურთელმა – ანდრონიკაშვილმა, კორსანტიამ და ტურძილაძემ უფრო მეტი ითამაშეს. მათ იბრძოლეს, დაუშვეს შეცდომები, მაგრამ ბევრად უკეთ ითამაშეს.
ეს გამარჯვება იქნება ბიძგი ქართველებისათვის, რათა ევრობასკეტზე დიდი დახმარება გაგვიწიონ. ჩვენ დახმარება გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილისში ვითამაშებთ”, – თქვა ზუროსმა.