მაიკლ დიქსონი: “მომეცით ჩემი ბიჭის ნახვის საშუალება!”
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზირებულმა მოთამაშემ, მაიკლ დიქსონმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
ამერიკისა და საქართველოს მოქალაქე დიქსონი ევროკავშირს საბერძნეთის საზღვრების გახსნის თხოვნით მიმართავს. როგორც ცნობილია, კალათბურთელის შვილი ამჟამად საბერძნეთში იმყოფება, ის კი მის მონახულებას ვერ ახერხებს.
“ევროკავშირო, გთხოვთ, მალე გახსნათ საბერძნეთის საზღვრები. ჩემი პატარა ბიჭი, რომელიც თითქმის ნახევარი წელია არ მინახავს, ძალიან მენატრება. საჭიროა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც გული აქვს. მომეცით ჩემი ბიჭის ნახვის საშუალება. მიყვარხარ, მიჰალის!” – წერს დიქსონი.
European Union please open Greece as soon as it’s safe missing my little boy very much haven’t seen him in almost half a year just need some people to have a heart let me get back to my boy man. I love you Mihalis! 😢 pic.twitter.com/UfTOh56n3d
— Michael Dixon Jr (@M1keD1xonJR) June 29, 2020