“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ჩემპიონია, ლებრონ ჯეიმსი – MVP
“ლოს-ანჯეეს ლეიკერსმა” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020 წლის გათამაშებაში იმარჯვა. ფინალური სერიის მეექვსე მატჩში ყველაფერი დამთავრდა – “მაიამი ჰიტი” ღირსეულად დამარხდა (106:93).
კალიფორნიელების ამ გამარჯვების მთავარ შემოქმედებად ლებრონ ჯეიმსი, ენტონი დეივისი და რეიჯონ რონდო გახლდათ. “მეფე” 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 ასისტით გამოირჩა. დეივისმა 19 ქულა, 15 მოხსნა და 2 ბლოკი მიითვალა. რონდომ კი გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი შესძინა.
THE LAKERS ARE YOUR 2020 WORLD CHAMPIONS!
LeBron James: 28 points, 14 rebounds, 10 assists
Anthony Davis: 19 points, 15 rebounds, 2 blocks
Rajon Rondo: 19 points, 4 rebounds, 4 assists#FORKOBE pic.twitter.com/tjcYxdbSGi— ClutchPoints (@ClutchPointsApp) October 12, 2020
აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ ტაბლოზე “ლეიკერსის” 28 ქულიანი უპირატესობა ფიქსირდებოდა, რაც რიგით მეორე ყველაზე დიდი სხვაობაა, რომელიც მეორე მეოთხედის შემდეგ NBA-ს ფინალების ისტორიაში დაფიქსირებულა.
Squad photo as champions! 📸#LakeShow #PhantomCam pic.twitter.com/megiikX0KG
— NBA (@NBA) October 12, 2020
“მაიამის” მხრიდან კი ბემ ადებაიო გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. ჯიმი ბატლერი კი შედარებით უფერულად გამოიყურებოდა – მისი მონაგარი მხოლოდ 12 ქულას მოიცავდა.
ასე რომ, “ლეიკერსი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.
და ბოლოს, ფინალების MVP, რა თქმა უნდა, ლებრონი გახდა. ეს მეფესთვის მეოთხე საჩემპიონო ბეჭედია და ის პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ფინალების MVP-ს წოდება სამ განსხვავებულ გუნდთან ერთად მოიპოვა.
🏆🏆🏆🏆 4x NBA Champion, 4x #NBAFinals MVP and the first player in NBA history to win NBA Finals MVP with 3 different franchises… @KingJames! pic.twitter.com/gLSGMWx8xx
— NBA (@NBA) October 12, 2020