“დაეგდე!” – გოგა ბითაძე და მისი მწვრთნელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
6 მაისს, NBA-ში “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “საკრამენტო კინგსი” მიიღო და 93:104 დამარცხდა.
მასპინძელთა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე 21 წუთი გაატარა, ამ დროში კი 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.
მესამე მეოთხედის ერთ-ერთ ეპიზოდში გოგამ მორის ჰარკლესის წინააღმდეგ დაცვაში თამაში დააგვიანა. სავარაუდოდ, ამ მომენტის შემდეგ “ინდიანას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გრეგ ფოსტერმა ქართველ კალათბურთელს რაღაც უთხრა. ბითაძემ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდის მწვრთნელს ასეთი სიტყვებით მიმართა: ‘დაეგდე’ (sit the f*** down).
ამის შემდეგ ფოსტერი ძალიან გაღიზიანდა და ბითაძეს პარკეტზე დაუპირისპირდა. მისი დამშვიდება “ინდიანას” სხვა მოთამაშეებმა სცადეს.
Breakdown of the Bitadze-coach Foster incident late 3Q. It's his first game back in 16 days from an ankle sprain.
– Bitadze late to slide over after Harkless blows past Domas
– Hits a 3 at the other end, says "sit the fuck down" to Foster
– Foster then held back during timeout. pic.twitter.com/aTa7zGwXWx— Scott Agness (@ScottAgness) May 6, 2021