გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა! (ფოტო, ვიდეო)
“ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინის ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2020-2021 წლების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა ცენტრმა ესპანურ კარიერაში ეს ჯილდო პირველად მოიპოვა.
სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გამოსავლენად გამოკითხვა გულშემატკივრებში, მოთამაშეებში, მწვრთნელებსა და ჟურნალისტებში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ყველამ საუკეთესოდ აღიარა. მეორე ადგილზე მადრიდის “რეალის” ცენტრი ედი ტავარეში გავიდა, მესამეზე კი “ბარსელონას” წევრი ნიკოლა მიროტიჩი. მეოთხე პოზიცია გიოს თანაგუნდელმა უერტასმა დაიკავა.
შერმადინს MVP-ის ჯილდო ორიგინალურ სიტუაციაში გადასცეს. 32 წლის ქართველი ცენტრი ზღვის დონიდან ესპანეთის უმაღლეს წერტილ ტეიდეზე აიყვანეს, სადაც მან სპეციალური პრიზი თანაგუნდელისგან, მარსელო უერტასისაგან მიიღო.
🏆 Y el #MVPMovistar de la #LigaEndesa 2⃣0⃣2⃣0⃣/2⃣1⃣ es…
¡@gioshermadini! 👏👏👏
Así ha recibido el jugador de Lenovo @CB1939Canarias el trofeo de MVP @movistar_es por sorpresa… ¡En el Teide, EL TECHO DE ESPAÑA y de manos de @Huertas09! pic.twitter.com/aKrhPIpswI
— Liga Endesa (@ACBCOM) May 26, 2021