გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ
“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და NBA-ში კარიერის საუკეთესო შედეგი, 17 ქულა დააფიქსირა. გოგამ 8 მოხსნა, 2 დაფარება და 2 გადაცემაც დააგროვა.
“ინდიანას” ძირითადი ცენტრი ტერნერი მინიმუმ 2 კვირით, უფრო, დიდი ალბათობით, 1 თვით იუქმებს და გოგა ამ დროის განმავლობაში მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
გარდა ამისა, Espn-ის ინფორმაციით, “ინდიანა” 10 თებერვლამდე ანუ ტრეიდების განხორციელების ბოლო დღემდე ტერნერი-საბონისის დუეტიდან რომელიმეს აუცილებლად გაცვლის. მაგალითად, საუბარი მიდის “საკრამენტოსთან” საბონისისა და დეაარონ ფოქსის გაცვლის თაობაზე, რომელიც პოზიციით გამთამაშებელია.
ხვალ თბილისის დროით 07:30-ზე “ინდიანა” ლებრონ ჯეიმსის “ლეიკერსს” ეთამაშება და “პეისერსმა” მატჩის დღის მთავარ პოსტერზე გოგა ბითაზე დაიტანა. ფანები კომენტარებში მის მეტ თამაშს ითხოვენ.