აჩიკო გულედანი: არ არსებობს გუნდი, რომელთანაც შანსი არ გვაქვს

თარიღი: მაისი 16, 2014

მუსიკოსი, მუსიკათმცოდნე და პრომოუტერი – აჩიკო გულედანი კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. მან კარგად იცის ეროვნული ნაკრების თითოეული ნაბიჯი, იცნობს კალათბურთელებს და ზოგადად, სიამოვნებას იღებს სპორტის ამ სახეობით. მუსიკოსი რუბრიკა ,,N1”-ის სტუმარია. ის სუპერლიგის პლეი ოფის მატჩებს დაეწრო, შემდეგ კი ქართულ კალათბურთზე, ეროვნულ ნაკრებსა და ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა. 

სპორტი

სპორტი ბავშვობიდან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და საკმაოდ აქტიურად ვარ ჩართული ამ სფეროში. სპორტის ყველა სახეობა არ მიყვარს, თუმცა ჩემთვის გამორჩეულ სახეობებში კალათბურთი ნამდვილად შედის. ერთი პერიოდი ვთამაშობდი კიდეც, თუმცა პირველ ადგილზე ჩემთვის მაინც ფეხბურთია. ვცდილობ, მუდმივად დაკავებული ვიყო სპორტული ცხოვრებით, რა თქმა უნდა, პროფესიულ დონეზე ვერ ვაკეთებ ამას, თუმცა ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს და კალათბურთს. სპორტთან ოჯახიდან გამომდინარეც მაქვს ძალიან აქტიური შეხება, მამაჩემი ყოფილი წყალბურთელია და ხშირად ვიყავი სპორტსმენების გარემოცვაში. შეკრებებზე წყალბურთელები და კალათბურთელები ერთად ხშირად იყვნენ. ბიძაჩემი ფეხბურთელი იყო, საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა და ამ სახეობასთანაც პატარაობიდან მქონდა შეხება. სპორტი ჩემთვის მხოლოდ რომელიმე გუნდის მოგება და წაგება არაა, პირდაპირი ემოციური კავშირი მაქვს სპორტთან. ეს არ არის ჩემთვის გართობა და დროის გაყვანა. ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები მახსოვს სპორტული მოვლენების მიხედვით, მაგალითად, ჩემთვის გამორჩეული მატჩების დღეები და იმ პერიოდში მომხდარი ამბები დეტალურად მახსოვს. ეს დაახლოებით დაგეროტიპის პრინციპით მუშაობს, ემოცია შემოდის, აღიბეჭდება. სპორტი ჩემთვის არა მხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური, კულტურული, ურბანული და კიდევ ძალიან ბევრი მხრიდან არის საინტერესო.

 

კალათბურთი

კალათბურთში ყველაზე ძალიან დინამიკა და „ექშენი“ მომწონს. ამ სპორტს ის პლიუსი აქვს, რომ არ არსებობს უიმედო მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ოლიმპიადაზე ,,დრიმ თიმის’’ და ანგოლას დაპირისპირების შემთხვევებს არ ვგულისხმობ. J კალათბურთში თუ 20 ქულას აგებ, არ ნიშნავს რომ თამაში წააგე. საკმარისია გავიხსენო საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი სლოვენიასთან ბოლო ევროპის ჩემპიონატზე. ყველას გასაკვირად ჯერ პლიუს 11 გვქონდა, შემდეგ მინუს 16 და მერე ისევ წინ გავედით. ეს სპორტი იმდენად დინამიურია, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი და ერთ დეტალს იმდენი რამის გადაწყვეტა შეუძლია, რომ ძალიან ემოციური თუ ხარ, შეიძლება ვერც გაძლო თამაშის ბოლომდე.

 სუპერლიგა

ჩვენ და სუპერლიგა ერთად ვბინადრობთ სპორტის სასახლეში, აქედან გამომდინარე, ვიცი სუპერლიგის ამბები. თუმცა ეროვნულ ჩემპიონატს შარშან უფრო აქტიურად ვადევნებდი თვალს. 2 წლის წინ, როცა ნბა-ში ლოკაუტი იყო, ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშე სხვადასხვა ქვეყანაში გადავიდა. ერთხელ ,,არმიის’’ თამაშს დავესწარი, ისეთი კალათბურთელები თამაშობდნენ (დიაზი, გეინსი..), რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენს ჩემპიონატს ვუყურებდი. ეს ჩემთვის ოცნების დონეზე იყო. ისეთ თამაშებზე გავიზარდე, როგორიც დინამო-თბილისი – ჟალგირისი, დინამო – ცსკ და მსგავსი დაპირისპირებები იყო. ერთი დღის განმავლობაში რამდენიმე გრანდის თამაშს ვესწრებოდი. ბოლო წლებიდან ,,არმიის’’ თამაშები მახსენდება, როცა ძალიან მაღალი დონის ლეგიონერები და ადგილობრივი კალათბურთელები ერთად ასპარეზობდნენ. გულწრფელად რომ ვთქვა, წელს აქტიურად არ ვარ ჩართული, გუნდების გამორჩევაც მიჭირს, თუმცა ,,თბილისის დინამო’’ ისეთი სახელია, რომელთანაც ბავშვობიდან ძალიან პოზიტიური ემოციები მაკავშირებს. არ შეიძლება ,,დინამოს’’ გულშემატკივარი არ იყო, ეს გუნდი ძალიან დიდი ხნის მანძილზე ყველაფერი იყო ფეხბურთში, კალათბურთშიც და წყალბურთშიც. ,,დინამოს’’ სახელზე ნამდვილად განსაკუთრებით ვრეაგირებ. შარშანდელი სეზონიდან ,,სოხუმის’’ გუნდიც მახსენდება, რომელსაც ბევრი ჩემი მეგობარი გულშემატკივრობდა.

 

ეროვნული ნაკრები

პირველ რიგში სასიხარულოა, რომ სათამაშო სპორტის სახეობებში რაგბს და კალათბურთს წყალბურთიც შეუერთდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა ჩვენი ნაკრები. საკალათბურთო ნაკრები ევროპის 12 საუკეთესო გუნდში შევიდა და ეს ძალიან დიდი მიღწევა. ამერიკას, არგენტინას, ბრაზილიას და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ნაკრებებს თუ არ ჩავთვლით, გრანდების და ფავორიტების უდიდესი ნაწილი ევროპაშია თავმოყრილი, ამიტომ ევროპაზე გასვლა უდიდესი წარმატება იყო. თავიდან გაგვიმართლა, წესების ცვლილების გამო გავედით, თუმცა შემდეგ დავამტკიცეთ, რომ შემთხვევით არ ვიყავით მოხვედრილები, არამედ დამსახურებულად ვიდექით ევროპის უძლიერესი ნაკრებების გვერდით. მაკედონიასთან ერთმა წუთშესვენებამ გადაწყვიტა ყველაფერი, მაკალებმა ხუთიანზე გააკეთა თავის საქმე. მწვრთნელს უნდა გადაეწყვიტა, ჯარიმიდან ითამაშებდა თუ დაცვიდან. თუმცა ახლა ამაზე საუბარი აღარ ღირს, ეს კალათბურთია და იმდენად ბევრი სქემაა თავდაცვის და თავდასხმის, რომ საუკეთესო ვარიანტის დასახელება რთულია. ამის შესახებ ლეგენდარული ჟელკო ობრადოვიჩის რამდენიმე ლექცია მაქვს მოსმენილი.

ძალიან დიდი წარმატება იყო ის, რომ ნაკრებმა შემდეგი ევროპა ითამაშა კაპიტნის და ცენტრის გარეშე, როცა დაცვაში მინუმიმ 10 მოხსნა და რამდენიმე დაფარება გაკლდება. ვნახეთ რომ ბევრი რამ შეგვიძლია, არის გამოცდილების ფაქტორი და კიდევ ბევრი დეტალი, თუმცა საქართველოს ნაკრებს დღეს ევროპაში უკვე ანგარიშგასაწევ ძალად თვლიან. 2011 წლის ევროპაზე რუსეთთანაც გვქონდა შანსი, როცა 4 წუთი ბურთი არ ჩავარდნილა და მხოლოდ მინუს ერთში ვიყავით.  წლევანდელ შესარჩევ ეტაპს რაც შეეხება, იმედიანად ველოდებით. ზაზაც ითამაშებს, ახალი ლიდერებიც გამოჩნდნენ. ზაზას თამაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბურთს მოხსნის ან ვინმეს დააფარებს, არამედ იმიტომ, რომ კაპიტანი მოედანზე სულ სხვა ძალაა, ის ალაგებს და ცვლის თამაშს. მახსოვს, ჯორდანი რომ გამოდიდა, საერთოდ სხვა თამაში იწყებოდა და გუნდიც იცვლებოდა.

ემოციურად დასამახსოვრებელი თამაში

ყველაზე ემოციურად სლოვენიასთან თამაში მახსენდება, კინაღამ შევეწირე ამ მატჩს  სლოვენიას, რომელიც პერიმეტრზე უძლიერესია, პლიუს 11 გავუკეთეთ, დაუჯერებელი იყო. ხორვატიასთანაც ბოლო წამებზე გადაწყდა ყვეალფწერი. რეალურად, ჩვენ შეგვეძლო გაგვეგდო ხორვატიაც და სლოვენიაც. ის გუნდები, რომლებიც ფავორიტებად ითვლებოდნენ.  კარგად მახსენდება, როცა სტუმრად მოვუგეთ ბოსნიის ნაკრებს, არადა მირზა ტელეტოვიჩი ნებისმიერი წერტილიდან და მდგომარეობიდან არაჩვეულებრივად ისვრის 3-ქულიანებს. იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს გუნდი, რომელთანაც ბრძოლა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, შტატებთან მოგებაზე საუბარი არაა, თუმცა ევროპაში არ არის გუნდი, რომელთანაც მოგების შანსი არ გვაქვს  და ეს უკვე ძალიან მაგარია.

 

ნბა თუ ევროპული კალათბურთი

რაც ჯორდანი წავიდა, იმის შემდეგ ნაკლებად ვადევნებ ნბა-ს თვალს. მახსოვს, იუტა – ჩიკაგოს პლეი ოფებზე დილის 5 საათზე შემეძლო ადგომა. ახლა არ მყავს ისეთი ფავორიტი გუნდი, რომლის გამოც ღამეებს გავათენებ. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა ჩვენი ბიჭები თამაშობენ. ზოგადად, ევროპულ კალათბურთს, რა თქმა უნდა, ნბა მირჩევნია, თამაშიდან დაწყებული შეფუთვით და გადმოცემით დამთავრებული, საერთოდ სხვა სამყაროა.  ევროპულ კალათბურთს, თუ აქაც ჩვენი ნაკრების ბიჭები ასპარეზობენ, ვუყურებ, თუმცა როგორც ჩემპიონთა ლიგას ველოდები, ისე ნამდვილად არ ველოდები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში იცვლება მიდგომები, ევროპული კალათბურთი თანდათან დაუახლოვდა ნბა-ს სტანდარტებს, ზონას ნაკლებად ვთამაშობთ, გადაწყობა შეგვიძლია. თუ ადრე ორი 20-წუთიანი ტაიმი იყო, ახლა ოთხი 10-წუთიანი პერიოდია და ა.შ. 80-იან წლებში ნბა ძალიან განსხვავდებოდა იმ კალათბურთისგან, რასაც აქ ვუყურებდით. თანდათან განსხვავებები მცირდება.

 

ქართული კალათბურთი

ქართული კალათბურთი ძალიან საინტერესო გახდა, ბევრი სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა იმართება. არსებობს პრობლემები, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არის წინგადადგმული ნაბიჯები, გასულ წლებს ვერც შეადარებ,  ეს ასეც უნდა მომხდარიყო, ერთ დონეზე ვერ გავჩერდებით. გარედან რეცეპტების და რჩევების მოცემა ადვილია. ხალხი ნამდვილად დადის თამაშებზე, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნაკრების წარმატება ძალიან უწყობს ხელს კალათბურთის პოპულარიზაციას. სპორტის სასახლე უნდა გახდეს  ის ადგილი, სადაც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გასართობად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მოხვალ. ჩახედული ვარ ამ საკითხებში, მიმუშავია ეროვნული ნაკრების კამპანიაზე ,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ’’ და ვიცი, რა რესურსები და შრომა სჭირდება ამ ყველაფერს და რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. როცა ამ სფეროში მუშაობ, ძალიან უნდა გიყვარდეს სპორტი, შეიძლება პროფესიონალი იყო, მაგრამ ეს საკმარისი არაა, თუ ბოლომდე თავი არ გადადე, შედეგს ვერ მიიღებ. ვიცი, რომ ეს პრობლემები არსებობს, მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ პროგრესი გვაქვს და რადგან წინსვლაა, არიას პოზიტივიც და ნებისმიერ შემთხვევაში ორმაგად მეტია გასაკეთებელი. სპორტული კუთხით კი, ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ვართ და ეს დიდი მიღწევაა. ოლიმპიადაზეც თუ მოვხვდებით, ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება J

 

მიმართვა გულშემატკივრებს

სპორტის სასახლე მარტივად მოსაგნები ადგილია, არ არის აუცილებელი ყველანი მანქანით მოვიდეთ და ფარის ქვეშ გავაჩეროთ მანქანები უქმე დღეებში, მეგობრებთან ერთად შეიკრიბეთ და მოდით იმიტომ, რომ კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სპორტია და მისი ყურებითაც დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

superleague.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გია მურღულია: “როცა ბურთს კალათში ვერ აგდებ, ღმერთს კი არ უნდა ახედო, ცოტა მეტი უნდა

ცნობილმა ქართველმა ფილოლოგმა გია მურღულიამ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცლად დაწერა. “როცა ბურთს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ერთადერთი შანსი – რა შემთხვევაში გავა საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ბულგარეთთან 92-80 წააგო და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საქმე ძალიან გაირთულა. ნაკრები პლეი-ოფში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

FIBA-მ თურქეთის ნაკრების საჩივარი არ დააკმაყოფილა!

FIBA თურქეთის ნაკრების საჩივრის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. “მას შემდეგ, რაც შევისწავლეთ ყველა მატერიალური მტკიცებულება, ვასკვნით […...
წაკითხვა
კალათბურთი

კობახიძე კრიტიკოსებს პასუხობს: “ეს აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან

“ქართული ოცნების” თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევრობასკეტის გახსნით მატჩზე მის მაისურთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. კობახიძე კალათბუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”

თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა. “თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

დუდა სანაძე: “დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა”

დუდა სანაძემ თურქეთის ნაკრების კალათბურთელთან, ფურკან კორკამზთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა. “მე ვუთხარი, რომ სულელური […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “1 თურქის წინააღმდეგ 3 ქართველი მოდიოდა”

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანი მსაჯმა გააძევა, ამიტომ, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი გამოვიდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რომან გოცირიძე: “ევრობასკეტი ფინანსური კრახით დამთავრდება”

პარლამენტარი რომან გოცირიძე ახალი სპორტის სასახლის შესახებ გამოთქმულ პრობლემებს ეხმაურება. “ახალ სპორტის სასახლეში, რომლის აშენებაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს&#

კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი: “თბილისში საერთოდ რას ვაკეთებთ?”

თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი თბილისში დასწრების რაოდენობით უკმაყოფილოა. “დღეს არენაზე მხოლოდ 100 გულშემატკივარი იყო. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა