აკადემია თბილისის 2003-წლიანთა მინისაკალათბურთო ფესტივალის ჩემპიონია
დრამატულად დასრულდა 2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი. ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი დდრამატულად დასრულდა 2003 წელს დაბადებულთა თბილისის მინისაკალათბურთო ფესტივალი. ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, ხოლო მხარდამჭერი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საინტერესოდ დასრულდა.ა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, საინტერესოდ დასრულდა.
ფინალურ მატჩში „აკადემიამ“ ბოლო წამებზე, 43:41 დაამარცხა „ოვერტაიმი“ და ჩემპიონობა გაინაღდა. არადა, „ოვერტაიმის“ უპირატესობა მესამე მეოთხედში 10 ქულას ასცდა, ხოლო ბოლო წუთებზე 6-8 ქულით ლიდერობდა, მაგრამ აკადემიელებმა მაქსიმუმი გააკეთეს და ბოლო წამებზე შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვეს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ჰიუნდაი“ დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა თავიდანვე სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს და საბოლოოდ მეტოქე დიდი სხვაობით – 45:24 დაამარცხეს.
ფინალური მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელზეც საუკეთესო მოთამაშეები და პრიზიორები ორგანიზატორებმა და სპონსორებმა დააჯილდოვეს.
20 ივნისი. კალათბურთის აკადემია
მე-3 ადგილისთვის
დინამო – ჰიუნდაი 45:24
16:6, 10:0, 7:8, 12:10
დინამო: ნაცვლიშვილი (13), ხვედელიძე (9)
ჰიუნდაი: დაბრუნდაშვილი (12), ალავიძე (6)
ფინალი
აკადემია – ოვერტაიმი 43:41
8:10, 7:13, 11:11, 17:7
gbf.ge