„აკადემიამ“ სეზონში მესამე მატჩი ქუთაისში მოიგო
დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-16 ტურის მეორე მატჩი, რომელშიც მეორე ადგილზე მყოფმა „ქუთაისმა“ ბოლოადგილოსანი „აკადემია“ მიიღო. „ქუთაისმა“ წინა ტურში თბილისში „მგზავრები“ დაამარცხა, „აკადემიისა“ და „ოლიმპის“ მატჩი კი 9 თებერვლისთვის გადაიტანეს, შესაბამისად, გელა წულაძის გუნდს დასვენების საშუალება და მატჩისთვის უკეთესად მომზადების საშუალება ჰქონდა.
სუპერლიგაში დღეს „აკადემიის“ ორი ახალწვეული ლეგიონერის, უკანახაზელ ჩარლს სთროუბრიჯისა და ცენტრ ქრისტოფერ ფელჩერის დებიუტი შედგა, რომელთაც თავისი გუნდის ანგარიშით 85:83 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
პირველ მეოთხედში „აკადემია“ სოლიდურად დაწინაურდა, თუმცა მეოთხედის ბოლოს მასპინძლებმა სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირეს და ანგარიშთ 28:32 აგებდნენ. მეორე ათ წუთში ანგარიში თანაბარი იყო, დიდი შესვენების წინ „აკადემიელები“ ისევ 4 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედში „ქუთაისმა“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, რის გამო შეხვედრის ბოლო წუთამდე ორივე გუნდს შორის უშეღავათო ბრძოლა იყო. მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 83:83 იყო, ქუთაისელებმა წუთშესვენება აიღეს, რამაც მათ მაინც ვერ უშველა, ბოლო წამზე ბურთი ნახსენებმა ახალწვეულმა სთროუბრიჯმა ჩააგდო და თავის ახალ გუდნს მიმდიანრე სეზონში მესამე გამარჯვება მოუტანა.
საუკეთესო „აკადემიას“ მხრიდან 20 ქულით, 3 მოხსნითა და 6 პასით სწორედ სთროუბრიჯი იყო. მასზე მხოლოდ 1 ქულით ნაკლები მერაბ ბოქოლიშვილმა დააგროვა. „ქუთაისიდან“ 20 ქულით, 8 მოხსნითა და 1 პასით ბექა ბექაური გამოირჩა.
„ქუთაისი“ – „აკადემია“ 83:85 (28:32, 22:22, 22:18, 11:13)