აკადემიამ სოხუმს აჯობა
სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ წარსდგნენ. მატჩის წინ ორივე გუნდის დამრიგებელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ამის საფუძველი კოტე ტუღუშს უფრო ჰქონდა.
შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების მცირე, 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. სოხუმელთა შემაგენლობაში ტრადიციულად ჩლაიძე გამოირჩეოდა, ხოლო ტუღუშის გუნდში თამაში საკუთარ თავზე რამდენიმე მოთამაშემ აიღო. მეოთხედის ბოლო წუთზე გუნდებმა ზუსტი სამიანები გაცვალეს. ფარღალავას ზუსტ ტყორცნას შეტევის ბოლო წამზე ლომოურმა უპასუხა.
მეორე პერიოდი სოხუმელებმა აქტიურად დაიწყეს და ფაღალავა-ჯგერენაიას ძალისხმევით ჩამორჩენაც აღმოფრქვეს და დაწინაურებაც მოახერხეს. თუმცა, შეხვედრის საერთო სურათი არ შეცვლილა და საკმაოდ თანაბრად, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის პირელი ტაიმი სოხუმელთა მინიმალური გამარჯვებით, 42:43 დასრულდა.
ასეთი ანგარიში შესვენებისთვის განკუთვნილი 12 წუთის გარდა, თამაშის განახლებიდან 3 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა მესამე პერიოდში პირველი ქულები შარაბიძემ მოიპოვა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა“აკადემიას“ ცენტრმა მალევე პერსონალურთან ერთად ტექნიკურიც მიიღო და 5 პერსონალურით მოედანი ნაადრევად დატოვა. საინტერესოა, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშის გასვლა „შსს“-ს არ დაეტყო. ტუღუშის შეგირდებმა, მნიშვნელოვანი უპირატესობაც სწორედ ამ დროს, ფაცაციას და ჩიკვილაძის კარგი თამაშის წყალობით მოიპოვეს, რომელიც გადამწვეტ მეოთხედში წივწივაძე-ლომორუის ზუსტი ტყორცნებით კიდევ უფრო გაზარდეს. საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა 11-ქულიანი (85-74) სხვაობა დააფიქსირა და სეზონში მეორე გამარჯვებაც მოიპოვა.
„შსს“-ს შემადეგნლობაში ყველაზე შედეგიანი ბექა წივწივაძე გახდა (18 ქ.), ხოლო „სოხუმს“ 27 ქულით ჩლაიძემ ულიდერა.