ახალი ხელშეკრულება “ნატახტართან”
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში კალთბურთის კავშირსა და კომპანია “ნატახტარს” შორის ახალ კონტრაქტს მოეწერა ხელი.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სპონსორი კვლავ ბრენდი “ნატახტარი” იქნბეა. ახალი ხელშეკრულება ორ წელიწადზეა გათვლილი. კონტრაქტის საფუძველზე კომპანია ეროვნულ ნაკრებზე 260 000 ლარს დახარჯვას.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ნატახტარი” ეროვნულ ნაკრებს გასული სამი წლის განმავლობაში საკუთარი ბრენდის, “ქარვას” სახელით სპონსორობდა.
ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის კავშირის პრეზიდენტი):
უკვე სამი წელია, რაც კომპანია “ნატახტართან” ვთანამშრომლობთ. ამ კომპანიამ საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია ქართულ კალათბურს. ძალიან მნიშნველოვნია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას. მომავალი ორი წლის მანძლზე კომპანია 260 000 ლარს დახარჯავს.
თორნიკე ნიკოლაიშვილი, კომპანია ,,ნატახტარის” მარკეტინგის დირექტორი:
ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე სამი წელია ქართული კალათბურთის სამსახურში ვართ. კონტრქტით გათვალისწინებულია 260 000 ლარი. ხოლო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, იგეგმება ბონუსებიც. რაშიც ჩვენ ეჭვი არ გვეპარება. გასული წლების განმავლობაში დაახლოებით 350 000 ლარია დახარჯული.
ფოტო: gbf.ge