არეულობის ფონზე ჩატარებული სუპერთასი
დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში ქართული საკალათბურთო სეზონის ბოლო მატჩი გაიმართა. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო” და “ქუთაისი” წარსდგნენ.
სანამ უშუალოდ შეხვედრის მსველობაზე გადავლთ, იმ უსიამოვნო ინციდეტზე მოგითხრობთ, რომელიც პირველი პერიოდში დაიწყო და შესვენების დროს გამძაფრდა.
პირველივე წუთებზე “დინამოს” და “ქუთაისის” ფანებს შორის დარბაზშივე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მეორე პერიოდის შემდეგ სპორტის სასახლის ფოიეში გაგრძელდა და თბილისი “დინამოს” ფანებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის დაპირისპირებად იქცა. სამწუხაროდ, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სპორტის სასახლეც.
აღნიშნული ინციტენდის გამო, საკმაოდ საინტერესო მატჩი ჩრდილში მოექცა. შეხვედრა თანაბარი გამოდგა. ბოლო წუთამდე გამდაწყვეტი უპირატესობის დაეუფლებას ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა. თუმცა, ბოლო წუთებზე “ქუთაისმა” გაცილებით მობილიზებულად ითამაშა, 80:74 გაიმარჯვა და სუპერთასის მოპოვებაც შესძლო.
მატჩის ბომბარდირი ქუთაისელი გიორგი ბარბაქაძე გახდა 22 ქულით, აკაკი დვალიშვილმა გამარჯვებულებს 18 ქულა და 14 მოხსნა შესძინა, ხოლო დავით ბარბაქაძის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. “დინამოში” შედეგიანობით გამოირჩა ქიან კარტერი (16 ქულა, 13 მოხსნა), 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა სტევან მილოშევიჩს, ლაშა გამყრელიძემ კი შეხვედრა 14 პასითა და 8 ქულით დაასრულა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მწვრთნელი): მადლობა ყველას, ვინც მთელი სეზონის მანძილზე გვერდით გვედგა და მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ სეზონი ასე წარმატებით და დაგვესრულებინა. მადლობა მოთამაშეებს, გუნდის ხელმძღვანელობას, ფედერაციას წლევანდელი სეზონისთვის.
თავიდან ჩვენ გუნდს სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბოლომდე უნდა იბრძოლო მიზნის მიღწევისთვის და ამის კარგი მაგალითი დღევანდელი თამაშია. წინასამატჩო პრესკონფერენცია სრულიად უიმედოდ დავტოვე და საერთოდ არ ველოდებოდი გამარჯვებას, მაგრამ დღეს ჩვენმა გუნდმა ისეთი დალაგებული კალათბურთი ითამაშა, რომელიც მთელი სეზონის მანძილზე არ მინახავს. არვიცი რა არის ამის მიზეზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ბიჭების უდიდესი მონდომების დამსახურებაა.
ირაკლი ხოშტარია („დინამოს“ მთავარი მწვრთნელი): მსურს დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას და საერთოდ ყველას, ვინც „დინამოს“ გვერდით იდგა. მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, ეს სეზონი წარმატებულია ჩვენთვის. ჩემპიონები გახდით და ძალიან ვამაყობ ჩვენი ბიჭებით.
ჩემპიონობის შემდეგ სათანადოდ ვერ განეწყო გუნდი და ეს ჩემი დანაშაულია. მადლობა ჟურნალისტებს და სუპერლიგას გაწეული შრომისთვის და იმედია, მომავალ სეზონში სუპერლიგაც და გუნდებიც კიდევ უფრო გაძლიერდებიან და ჩვენც, მწვრთნელები კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები