“არმიამ” “ქუთაისს” აჯობა
თბილისის სპორტის სასახლეში “სუპერლიგის” მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.
სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრში ერთმანეთს “არმია” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველ ორ წუთში კალათში მხოლოდ ერთი ბურთი ჩავარდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი კალათბურთელთა მოქმედებაში. პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში “არმიელთა” ორქულიანი უპირატესობით დასრულდა – 19-17.
მეორე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “არმიელები” კი ცდილობდნენ უპირატესობის გაზრდას, თუმცა სტუმრები მათ ამის საშუალებას დროული სამიანებით არ აძლევდნენ. როგორც ყოველთვის, გამორცეული იყო დათო ბარბაქაძე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, “ქუთაისმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გუნდები დიდ შესვენებაზე 35-35 – ზე გავიდნენ.
შეხვედრის მესამე პერიოდში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. მოიმატა ტემპმაც, რამაც თავის მხრივ შეცდომები გაზარდა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი იყო. “ქუთაისელების” აქტიურმა თამაშმა, მათ რვაქულიანი უპირატესობა მოუპოვა. რაც ყველაზე დიდი სხვაობა იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში. მესამე პერიოდი კი, სტუმრების 6 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
დრამატული გამოდგა შეხვედრის უკანასკნელი პერიოდი, სადაც გამარჯვებულის ბედიც გადაწყდა. “არმიამ” მობილიზება შესძლო, შარაბიძის და ბაბუნაშვილის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, კარგი დაცვაც ითამაშა. გადამწყვეტი ტყორცნა კი, ბაბუნაშვილმა შეასრულა. ახალგაზრდა კალათბურთელმა ესანიშნავი სამიანით მოაგებინა “არმიას” თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.
მატჩის სტატისტიკური მონაცემები:
http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=750
მატჩის შემდეგ
კოტე ტუღიში (არმია): გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. იმედია, ერთ კვირაში ჩვენ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. შემდეგ შაბათს არანაკლებ მნიშნველოვანი დაპირისპირება გველის “სოხუმის” წინააღმდეგ. “ქუთაისი” საკმაოდ ძლიერი გუნდია. სწორედ ასეთ მატჩებში ჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ჩვენს მეტოქეს მომავალში წარამტებებს ვუსურვებ.
მედეა მხეიძე (ქუთაისი): მივულოცავ “არმიას” დამსახურებულ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი პირიქით მოხდა. წავაგეთ ფარი და ჩაგდების პროცენტიც საკმაოდ დაბალი იყო. სასიამოვნო იქნებოდა მოგება, მაგრამ არაუშავს. ცხოვრება გრძელდება და “ქუთაისი” თავის სიტყავს კიდევ იტყვის.
ანატოლი ბოისა (არმია): მინდა შევაქო “ქუთაისი”. კარგი, მებრძოლი გუნდია. ძალიან გაგვიხარდა დღევანდელი მნიშვნელოვანი გამარჯვება. და ვეცდებით, რომ ის შეცოდმები რაც დღეს დავუშვით, მომავალში გამოვასწოროთ.
ტურის ცენტრალურ მატჩამდე, სპორტის სასახლეში ატსაიდერების მატჩი გაიმართა. “მაკაბი” “რუსთავთან დამარცხდა – 59-94
სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=749