არმიამ ქუთაისში ბოლო წუთზე იმარჯვა
რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. დღეს რუსთავსა და ქუთაისში ბოლოსწინა ტური დაიწყო, რომელიც ხვალ სპორტის სასახლეში გასამართი 2 შეხვედრით დასრულდება. დღევანდელი მატჩებიდან გამორჩეულად საინტერესო ქუთაისში გამართული მატჩი გახლდათ, რომელიც ფაქტობრივად მეორე ადგილის ბედს წყვეტდა.
იმერეთში სათამაშოდ ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი “არმია” ჩავიდა, რომელსაც პირველ წრეში 2 ქულით ჰყავდა ქუთაისელები დამარცხებული. მასპინძლებს თავის მხრივ არმიელებზე ერთით ნაკლები ქულა ჰქონდათ და შესაბამისად, 2 ქულაზე მეტი სხვაობით გამარჯვება უნდოდათ, თავდაცვის სამინისტროს გუნდისთვის ცხრილში რომ გადაესწროთ.
ორივე გუნდისთვის პრინციპულ მნიშვნელობას ატარებს ცხრილში მეორე ადგილი, რადგან წარმატებული მეოთხედფინალის შემთხვევაში ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა ეგრებათ. აქედან გამომდინარე, ქუთაისში გამართულ მატჩში გუნდებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს და შესაბამისად, ბრძოლაც აინტერესო გამოვიდა.
თავიდან ბოლომდე, მატჩი თანაბარი და დაძაბული იყო. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური უპირატესობის მოპოვებას. საბოლოო სხვაობა, რაც არმიელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა, ბოლო თბილისელებმა ბოლო წუთზე მოიპოვეს. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 1 ქულით მოიგეს, მეორეში კი არმიელებმა იმარჯვეს და დიდი შესვენებისთვის 51:48 იგებდნენ.
ასეთი თანაბარი თამაში ბოლო წუთამდე გაგრძელდა. ბოლოსწინა წუთზე ზაურ ფაშაევმა 3-ქულიანი ჩააგდო და არმიელთა ლიდერობა მინიმუმამდე შეამცირა – 85:86. ეს აღმოჩნდა ქუთაისელთა ბოლო ჩაგდებული ბურთი. ლაშა ფარღალავამ დარჩენილ წუთნახევარში 7 ქულა მიითვალა, მასპინძლები კი საპასუხოდ 3-ქულიანებს აცილებდნენ და საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდმა 96:85 გაიმარჯვა.
არმიელებმა გუნდურად ითამაშეს. ერთბაშად 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც უმეტესი – 17 ქულა, ფარღალავამ დააგროვა. ორმაგი დუბლი მიითვალა გიორგი შარაბიძემ (16 ქულა, 12 მოხსნა), ხოლო ბექა წივწივაძის ანგარიშზე 15 ქულა დაგროვდა. მასპინძელთაგან 21 ქულით დავით ბარბაქაძე გამოირჩა, 16 დააგორვა რევაზ იდიამ, ხოლო გოგა ცეკვავამ პირად ანგარიშზე 6 ქულა და 12 პასი ჩაიწერა.
superleague.ge