აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა.
ამერიკელთა 12-კაციან განაცხადში ექვსია ისეთი, ვინც NBA-ს 2020-2021 წლების სეზონის ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ შემადგენლობიდან სამს (დურანტი, დრეიმონდ გრინი, კევინ ლავი) ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის გამოცდილება აქვს.
აშშ-ის ნაკრების შემადგენლობა:
კევინ დურანტი (“ბრუკლინ ნეტსი”)
დემიენ ლილარდი (“პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი”)
დევინ ბუკერი (“ფენიქს სანსი”)
ჯეისონ ტეიტუმი (“ბოსტონ სელტიკსი”)
ბრედლი ბილი (“ვაშინგტონ უიზარდსი”)
ზაკ ლევინი (“ჩიკაგო ბულსი”)
კევინ ლავი (“კლივლენდ კავალიერსი”)
დრეიმონდ გრინი (“გოლდენ სტეიტ უორიორსი”)
ბემ ადებაიო (“მაიამი ჰიტი”)
კრის მიდლტონი (“მილოუკი ბაქსი”)
ჯრუ ჰოლიდეი (“მილოუკი ბაქსი”)
ჯერამი გრანტი (“დეტროიტ პისტონსი”)
სამწვრთნელო შტაბი:
გრეგ პოპოვიჩი (მთავარი მწვრთნელი)
სტივ კერი
ლოიდ პირსი
ჯეი ვრაითი
ტოკიოს ოლიმპიადაზე კალათბურთის ტურნირი 24 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ოლიმპიური თამაშები სწორედ ამერიკის მამაკაცთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. საერთო ჯამში, აშშ-ის მამაკაცთა ნაკრებს ოლიმპიური თამაშები 15-ჯერ აქვს მოგებული.